Skip to content

როგორ შევწყიტოთ ზედმეტი ფიქრი: 9 მარტივი ხერხი

ბევრი ფიქრის შემდეგ პოზიტიური აზრები და მოვლენებიც კი აღარ გვეჩვენება პოზიტიურად. შემთხვევების ზედმეტი ანალიზი იწვევს იმას, რომ რაც გვსიამოვნებს, ისიც მომენტალურად ქრება.

რა თქმა უნდა, ფიქრი ნამდვილად კარგია, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა, ამით შეიძლება ცხოვრებაში ერთ ადგილას გავიყინოთ და წინ ვეღარ წავიდეთ -ჩვენვე გავხდეთ საკუთარი წინაღობა.

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ 9 ხერხი, რომელიც მე პირადად დიდად დამეხმარა რომ ჩვეულებრივი მოაზროვნე გავმხდარიყავი და მეცხოვრა უფრო ბედნიერი და ნაკლებად საშიში ცხოვრებით.

1. განიხილეთ მოვლენები უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში.

ძალიან ადვილია რომ ზედმეტი ფიქრების მახეში გავებათ. ამიტომაც, როდესაც განუწვეტლივ ფიქრობთ რაღაცაზე, ჰკითხეთ საკუთარ თავს:

ექნება ამას მნიშვნელობა 5 წლის შემდეგ? ან თუდაც 5 კვირაში?

ეს უმარტივესი შეკითხვა უცებ გვათავისუფლებს ამ მახედან, შემდეგ უკვე თავისუფლად შეგვიძლია რომ უფრო მნიშვნელოვან აზრებზე მოვახდინოთ კონცენტრირება და ენერგია და დრო დავზოგოთ.

2. დათქვით პატარ-პატარა დროის ლიმიტები გადაწყვეტილებების მისაღებად.

შენ თუ შეზღუდული არ ხართ დროში, როდესაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო მოქმედება, მაშინ იწყებთ ერთსა და იმავეზე ფიქრს და სხვადასხვა კუთხით ცდილობთ რომ დეტალურად განიხილოთ ყველაფერი. ამას კი ზედმეტად დიდ დროს ანდომებთ.

ამიტომაც ეცადეთ რომ დათქვათ დედლაინები გადაწყვეტილების მისაღებად. არ აქვს მნიშვნელობა ეს რაიმე დიდი, თუ უბრალოდ ყოველდღიური პრობლემაა.

შემოგთავაზებთ ამ ხერხებს:

• ისეთი უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებისათვის როგორიცაა ჭურჭლის გარეცხვა, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა, ან ვარჯიში, 30 წამზე მეტი არასდროს დახარჯოთო.

• რაიმე უფრო მნიშვნელოვანისთვის, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღეები ან კვირები მეფიქრა, მხოლოდ 30 წუთს ვუთმობ.

3. გახდით “მოქმედების” ადამიანი

როდესაც იცით, ყოველდღიურად როგორ დაიწყოთ საქმის კეთება, ზედმეტი ფიქრი აღარ მოგიწევთ და საქმესაც აღარ გადაავადებთ. ნელ-ნელა ეცადეთ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯები გადადგათ და კონცენტრაცია მოახდინოთ მხოლოდ საქმეზე.

ასე ნაკლებად მოგინდებათ, რომ საქმე გადადოთ.

4. გაანალიზეთ, რომ ყველაფრის კონტროლი არ შეგიძლიათ

50-ჯერ ერთსა და იმავეზე ფიქრით, შეიძლება გგონიათ რომ მთლიანად შეძლებთ მის გაკონტროლებას. თქვენ ცდილობთ, რომ ყველაფერი უშეცდომოდ გააკეთოთ, გეშინიათ რომ ჩაფლავდებით და სულელად ჩაგთვლიან.

მაგრამ ყოველივე ეს ხომ ცხოვრების ნაწილია, რომელშიც პირად სივრცეს ვქმნით. ყველა, ვის ცხოვრებასაც შესაძლოა თქვენ ადიდებდეთ და სამაგალითოდ თვლიდეთ, ძალიან ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებმა შეცდომებისა და მარცხების გარეშე განვლეს საკუთარი წლები.

ამიტომაც აუცილებლად შეწყვიტეთ იმის მცდელობა რომ ყველაფერი აკონტროლოთ. ნამდვილად, რთულია ერთი ხელის მოსმით ამ ჩვევის აღმოფხვრა, მაგრამ თუ ეცდებით აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.

5. როდესაც ხვდებით, რომ შეცდომით მსჯელობთ, შეწყვიტეთ ფიქრი.

ხანდახან, როდესაც გშიათ ან ლოგინში წევხართ და უკვე თითქმის გძინავთ, ნეგატიური აზრები ამოგიტივტივდებათ და იწყებთ ფიქრს. ამან საკმაოდ დიდი ზიანი შეიძლება მოგაყენოთ, თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გაანალიზეთ, რომ როდესაც ძალიან გეძინებათ და გშიათ,გონება თვითონ მიილტვის მტკივნეულ და უარყოფით თემებზე ფიქრისკენ.

ამიტომაც, უბრალოდ უარი უთხარით გონებას, დროებით რა თქმა უნდა.  ამის მისაღწევად შრომა დაგჭირდებათ, მაგრამ ძალიან კარგი გამოსავალია უაზრო ფიქრებისგან თავის ასარიდებლად.

6. არ დაიკარგოთ გაურკვეველ შიშებში

გადამეტებულმა ფიქრმა შეიძლება გაურკვეველ შიშებამდე მიგიყვანოთ, რომელსაც თქვენ თვითონვე ვერ გაუგებთ რატომ გაქვთ, ან საიდან გაჩნდა. ქმნით სცენარებს, თუ როგორ შეიძლება ამ შიშმა ხელი შეგიშალოთ და დამარცხდეთ რომელიმე სიტუაციაში. რჩევა იქნება, რომ უბრალოდ ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი?

პასუხიც აქვეა: ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს არის დროის კარგვა ასეთი უაზრო ფიქრებით. რეალურად, რაც შეიძლება მართლა მოხდეს, როგორც წესი ნაკლებად საშიშია იმასთან შედარებით, ვიდრე წინასწარ განსჯით. ასე მივდივართ უაზრო, ბუნდოვან შიშებამდე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დროს გვაკარვინებს.

7. ივარჯიშეთ

ეს შეიძლება ზედმეტად მოგეჩვენოთ. მაგრამ რეალური გამოცდილებიდან, ვარჯიში, და განსაკუთრებით სიმძიმეების აწევა შინაგანი დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

8. იცხოვრეთ აწმყოთი

უმეტეს დროს თუ აწმყოზე ფიქრში გაატარებთ, და შეზღუდავთ წარსულზე ფიქრს და განვლილი დღეების გლოვას, ასევე მომავალზე ოცნებას, ძალიან ბევრი დრო დაგეზოგებათ.

9. დიდი დრო გაატარეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ნაკლებ დროს ატარებენ უსარგებლო ფიქრში

თქვენი სოციალური გარემო ძალიან დიდ როლს თამაშობს. და არა მარტო ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახლოს არიან თქვენს ცხოვრებასთან. ასევე ის, თუ რას კითხულობთ, უსმენთ და უყურებთ. ბლოგები, წიგნები, ფორუმები, ფილმები და მუსიკაც დიდ გავლენას ახდენს.

ამიტომაც დაფიქრდით, საიდანაა წყარო, რომელიც თქვენს გონებას აიძულებს რომ ზედმეტად ბევრი იფიქროთ. ასევე დაფიქრდით, რომელ ადამიანებსა და წყაროებს აქვთ თქვენზე უარყოფითი ზეგავლენა.

ეცადეთ რომ უმეტესი დრო და ყურადღება იმ ადამიანებსა და მოვლენებზე გადაიტანოთ, რომლებიც პოზიტიურად ზემოქმედებენ თქვენზე და ცხოვრებით ტკბობაში გეხმარებიან.