დიდი ხნის წინ, ერთ უძველეს ქალაქში, ცხოვრობდა ოსტატი, რომელსაც ბევრი მოწაფე ჰყავდა. ერთხელ მათ შორის ყველაზე ნიჭიერი ჩაფიქრდა: „არსებობს კი კითხვა, რომელზეც ჩვენი ოსტატი ვერ მიპასუხებს?“ მან აყვავებულ მინდორში ულამაზესი პეპელა დაიჭირა და ხელისგულში მოიმწყვდია. ამის შემდეგ, გაღიმებული მოწაფე ოსტატთან მივიდა და ჰკითხა:
– აბა, მითხარით: ხელში ცოცხალი პეპელა მყავს, თუ მკვდარი?
მას პეპელა ხელისგულებში ისე ჰყავდა მომწყვდეული, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო, ოსტატის პასუხის შესაბამისად, ცოცხალი დაეტოვებინა ან მოეკლა. ოსტატს მოწაფის ხელებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე უთხრა:
– ყველაფერი შენს ხელშია..