ნიუ–იორკის ერთ–ერთ ბანკში უცნობი კაცი მიდის და კრედიტ ოფიცერს ეუბნება, რომ დენვერიდან საქმიანი ვიზიტით არის ჩამოსული და ორი კვირით აპირებს დარჩენას. “მსურს 5000 დოლარი ვისესხო თქვენგან” – ასრულებს საუბარს იგი .
საკრედიტო ოფიცერი უცნობი კაცისაგან გარანტიის დატოვებას ითხოვს უძრავი ქონების ან სხვა რაიმე ნივთის სახით. კაცი თანხმდება და თავისი ავტომობილის საბუთებს და გასაღებს აძლევს მას.
უცნობი კაცის ,,ფერარი”– ს მარკის ავტომობილს ბანკის გვერდით არსებულ ავტოსადგომზე აყენებენ და ბანკის თანამშრომლები გულიანად იცინიან უცნობზე, რომელმაც 5 000 დოლარის გამო 250 000 დოლარიანი ,,ფერარი” დატოვა ბანკში გარანტიად.
ორი კვირის შემდეგ უცნობი ბრუნდება და ფარავს 5 000 დოლარს, როგორც სესხის თანხას და 16 დოლარს, როგორც ორ კვირაში დარიცხულ პროცენტს.
საკრედიტო ოფიცერი:
სერ, ძალიან გვიხარია, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა, მაგრამ ცოტა არ იყოს და გაკვირვებულები ვართ თქვენი საქციელის გამო. გადავამოწმეთ და აღმოაჩინეთ, რომ თქვენ მულტიმილიონერი ბრძანდებით. ძალიან გვიკვირს და გვაინტერესებს რამ გაიძულათ, რომ 5 000 დოლარი გესესხათ ჩვენგან.
უცნობი კაცი:შეგიძლიათ დამისახელოთ ისეთი ადგილი ნიუ–იორკში, სადაც თქვენს ავტომობილს ორი კვირის განმავლობაში დააყენებდით უსაფრთხოდ და მხოლოდ 16 დოლარად?