Skip to content

ღიმილი და ურთიერთობები

ჩვენ ყველა გაგვაჩნია საკუთარი, არაცნობიერი სურვილები და სხვა ადამიანთა პატივისცემის მოპოვება, მათ შორის ყველაზე ღრმა და ემოციური სურვილია. ყველას გვსურს ვიცოდეთ, რომ მნიშნელოვანი ადამიანები ვართ. ამის გაცნობიერება კი ჩვენს თვითდაჯერებულობაზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.

ჯანმრთელი ურთიერთობები და თვითდაჯერებულობა

ნორმალურ ადამიანურ ურთიერთობებში, არსებობს რაღაც რასაც ყველა ადამიანი ეძებს. ყველას სურს იპოვნოს ადგილი, სადაც თავს კარგად იგრძნობს, ყველას გვსურს მოვწონდეთ სხვა ადამიანებს – გვსურს მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ.

და თქვენ ადვილად შეძლებთ სხვა ადამიანების პატივისცემის და სიყვარულის მოპოვებას, თუ მისცემთ მათ , რაც სჭირდებათ, ანუ ურთიერთობებში ამ მარტივ წესს დაიცავთ:

ხშირად გაიღიმეთ.

როგორც ამბობენ გაღიმებას ადამიანის 20 კუნთი სჭირდება, პირქუში გამომეტყველების მიღებას კი 113. როდესაც უღიმით სხვა ადამიანებს , თბილი და გულწრფელი ღიმილით, ამით თქვენ მას ეუბნებით, რომ თქვენი აზრით ის მიმზიდველი და სასიამოვნო ადამიანია. ალბათ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შეიძლება გარდაქმნას ერთმა უბრალო ღიმილმა ადამიანის დაბალი თვითშეფასება და პოზიტივისკენ – შეცვალოს მისი განწყობა და დამოკიდებულება.

ასე რომ გულთბილად მიესალმეთ და გაუღიმეთ ყოველ ადამიანს ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ, ჰკითხეთ როგორ არიან, მოუსმინეთ გულისყურითა და ღიმილით. გახსოვდეთ რომ თქვენი ღიმილით, ამ ადამიანების მოტივაციაზე და განწყობაზე დადებითად მოქმედებთ.

ანაზღაურება ღიმილიანი ადამიანებისათვის

ღიმილის საშუალებით თქვენ არა მხოლოდ ჩუქნით სხვა ადამიანებს დადებით განწყობას და უმაღლებთ თვითშეფასების გრძნობას, არამედ თვენს თავსაც იგივე პრივილეგიებს ანიჭებთ. დიდია ანაზღაურება მათთვის ვინც იღიმება. როდესაც იღიმებით თქვენს გონებაში გამოიყოფა “ენდორპინი”, რომელსაც “ბუნების ბედნიერ წამალს” უწოდებენ. ენდოპრინი გეხმარებათ შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა და იგრძნოთ მეტი თავდაჯერებულობა. გახსოვდეთ, ყველაზე პოპულალური, ადამიანთათვის საყვარელი და გავლენიანი ადამიანები ისინი არიან, ვინც ხშირად ჩუქნიან სხვა ადამიანებს გულწრფელ და თბილ ღიმილს.

ადვილია გაიღიმო ეს ძვირი არაა – თუმცა ყველა ადამიანისთვის შეუფასებელი საჩუქარია…

ავტორი: ბრაიან ტრეისი; თარგმანი: 4motivi.com