ღამის როიალს გასწყრომია უჩინარი კომპოზიტორი ნუ თუ სიყვარულისთვის?! …
მშვიდი საღამო ჩამოიღვარა დედამიწაზე, უხილავი სითბოთი გაივსო ჰაერი. სადირიჟორო პულტთან “უჩინარი” სიმფონია იღვრება. სასიხარულო მოლოდინის უწყვეტ ჯაჭვად აიკინძნენ ბგერები, ნეტავი რატომ?! …
ტაძრის გუმბათს მზის ბოლო სხივი ჩამოეღვარა და გაუჩინარდა. უკიდეგანო სიმშვიდის ფეხის ხმას მინდა გავყვე უსასრულობისკენ…
ზღვის ვიწრო ბილიკს, ტალღების ზედაპირზე მზისკენ გავყვები… მერე და ეს გზა ნეტავ სად მიმიყვანს???
რა ლამაზია სიმშვიდის ფერი, მზე, ზღვა და …
რა უსუსურია ზოგჯერ გონება გულთან…
დიდ მადლობას ვუხდით ლელა გულიშვილს ჩანახატის გამოგზავნისათვის