ამ დილით ჩემი წარსული შემხვდა, მომეხვია და მაკოცა….”დღეს აღმოვაჩინე ეს ლექსი…ისე ახლოს იყო ამ დილით ეს ლექსი ჩემთან…..
ყოველთვის, როდესაც ჩემს მომავალზე ვფიქრობ,წარსული მახსენდება….თბილი…ტკბილი… იმედებით სავსე… ოქროსფერი და ვარდისფერი…მახსენდება ის თბილისი, უშუქო,ნაცრისფერი და ცოტათი საშიში… თუმცა, მე იმ ნაცრისფერ ქალაქში ვიყავი ბედნიერი…ჰაეროვანი,ფრთებშესხმული,შეყვარებული და სევდიანიც…მე ის სევდაც კი მიყვარს…. მიყვარს ის ქუჩა,სადაც ყველაფერი დაიწყო…ის თვე,ის რიცხვი,ის წელი….ის სუნი და ის ცივი ზამთარი….. აგერ უკვე 15 წელი გავიდა და ის მოგონებები მაინც მახსენებენ თავს,იმავე ტკივილით აღარ,ის ტკივილი გაუსაძლისი იყო,მაგრამ მაინც მტკივა… ჩვენი სიმღერა,ალბერტ მორისის ”Feelings”,პირველი კოცნა,პირველი ღამე….თავდავიწყების მორევში ფრენა….პირველი ცრემლი და შენი ნუგეში,შენი მოფერება….მეგონა ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდებოდა! გახსოვს,ერთ დილით გამეღვიძა და შენ ჩემს გვერდით ვერ გნახე…ტირილი დავიწყე და ჩემს ქვითინზე შენც შემოხვედი ოთახში, გულში ჩამიკარი და მაშინ დამპირდი,რომ უშენოდ არც ერთი დილა არ იქნებოდა…..მე დაგიჯერე,მოგენდე და უსასრულობისაკენ შენთან ერთად გასამგზავრებლად გავემზადე….მეგონა ეს ყველაფერი უსასრულობამდე გაგრძელდებოდა! სიბერეს ვგეგმავდით…ზამთარი გვიყვარდა…თოვლი და სითეთრე….ლექსები გიყვარდა…”ყივჩაღეთს მოვიტაცე ქალი ავაზა”…. რობაქიძეს აღმერთებდი…ყავას ვერ იტანდი,სიგარეტის მოწევა კი მეც დამაწყებინე,თუმც არ მოგწონდა…შენ დიდი იყავი და მე პატარა,მეამიტი….შენ ისე გიყვარდი,რომ ჩვენი შემყურე,ყველა იჯერებდა მარადიული სიყვარულის არსებობას….მე ბავშვი ვიყავი…..
-მერე?
მერე…მერე დეპრესია,მერე უშენობა…ტკივილი გულში და ცრემლების წვიმა…შიში უშენობის და თავიდან ცხოვრების დაწყება…სიცარიელე ქალაქში და წლები…წლები, რომელიც უშენოდ გავატარე .
-და დღეს?
დღეს მიკვირს,იმდენად პატარა ვიყავი,როგორ შევძელი მესწავლა უშენოდ ცხოვრება… მედევნებინა შენი ცხოვრებისათვის შორიდან თვალი….შენ მაინც მაჯობე…ჩემზე ძლიერი იყავი ყოველთვის…რელიგიაში გაძლიერდი და მე, ჩვენი ორივეს ტკივილით აქ დამტოვე….ცოდვილი…მარტო…
არავინ თქვას,დრო ყველაფრის მკურნალიაო! დრო მხოლოდ გინელებს ტკივილს,მონატრებიდან-მონატრებამდე!!!!
… ისევ მეფიქრება შენზე…. ისევ მენატრები ჩუმად…..
გამომგზავნი/ავტორი: სოფია ფირცხალავა