Skip to content

ფილმი “გზავნილი ბოთლში “

    საბედნიეროდ არსებობს სამყაროში ისეთი ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით,რომ  სიყვარული არის ერთ-ერთი მაცოცხლებელი ძალა და რომ ნამდვილი გრძნობები ყოველთვის გვეხმარება ვიპოვოთ საკუთარი თავი და შევიგრძნოთ  ზღაპრული  ბედნიერება,რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს ცხოვრებაში.

   ფილმი „გზავნილი  ბოთლში“,რომელშიც მთავარ როლებს ქევინ ქოსტნერი,ჯესი ჯეიმსი და პოლ ნიუმანი ასრულებენ მოგვითხრობს    დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი სიყვარულის ისტორიას.ცოლის დაღუპვის შემდეგ გარეტ ბლეიკი,რომელიც ცდილობს დარდის გაფანტვას,აშენებს იახტას და ოცნებობს მოგზაურობას მარტოობაში. ის ამ გზით ცდილობს წარსულთან განშორებას და ბედნიერი ცხოვრების დაწყებას. ამ დროს გავლენიანი გაზეთის რედაქტორი „ჩიკაგო ტრიბიუონი“ ტერეზა ოსბორნი მივლინებაში აპირებს წასვლას სწორედ იმ რომანტიული  წერილის გამო,რომელიც ოკეანის ნაპირზე იპოვა ბოთლში.და ამ უცნაური წერილის ავტორი –  თავად გარეტ ბლეიკია.

 გარეტ ბლეიკმა,ცოლს, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლის წინ მისწერა სასიყვარულო წერილი,რომელიც ბოთლში მოათავსა და ოკეანის ტალღებს გაანდო თავისი სიყვარულის დარდი და სიხარულიც. წერილი ძალიან ლამაზი და გულწრფელი სიტყვებით არის დაწერილი,ამიტომ ტერეზა ფიქრობს,რომ წერილის ავტორი განსაკუთრებული ადამიანია.მართლაც,რომ   გარეტ ბლეიკი  სევდიანი, გულჩათხრობილი,თუმცა მიმზიდველი და იდუმალი მამაკაცია,რომელიც  იპყრობს  ტერეზა ოსბორნის გულს,მას შემდეგ,რაც რამდენიმე ხნის ძიების შემდეგ,ჩრდილოეთ კაროლინაში შეხვდება ის მას. ტერეზას დანახვისთანავე უყვარდება მსოფლიოში  ყველაზე  რომანტიული წერილის ავტორი და სიყვარულის მორევში იძირება.თავად გარეტს  უძნელდება პირველი სიყვარულის დავიწყება,თუმცა ტერეზასადმი გრძნობები  მის გულსაც იპყრობს.ის ხვდება, თუ ეყოფა სიმამაცე და შესძლებს გული გადაუშალოს საყვარელ ადამიანს  უდიდესი ტკივილის მიუხედავად კვლავ შესძლებს უყვარდეს  ძველებურად.რადგან  ძალიან რთულია გამუდმებით  დაკარგულ სიყვარულზე ფიქრი და მხოლოდ მოგონებებით ცხოვრება.ძნელია იღვიძებდე ყოველ დღე გარდასულ დღეებზე ფიქრით.ცხოვრება  ყველაფრის მიუხედავად მიიწევს წინ და ჩვენ კი აუცილებლად უნდა ავუწყოთ ყოველდღიურობას ფეხი.ამიტომ ადამიანებს ყოველთვის გვჭირდება გვერდით ისეთი ადამიანი,ვინც  გაგვიგებს,შეგვიყვარებს,სამყაროს უკეთეს ფერებში გვაჩვენებს  და მოგვცემს ბედნიერად ცხოვრების კიდევ ერთ შესაძლებლობას.

  სამწუხაროდ მათ სიყვარულს სევდიანი დასასრული აქვს. გერეტ ბლეიკი ოკეანეში გადის  გემით, როდესაც მოულოდნელად ძლიერი ქარიშხალი ამოვარდება და წყალში კატერით გამოსულ ოჯახს გადაარჩენს სიკვდილისგან.თავად კი იღუპება. ტერეზა განადგურებულია. ის ახლა კვლავ მიუყვება ფეხით ოკეანეს სანაპიროს და ხვდება თავისი ცხოვრების უდიდეს ჭეშმარიტებას. –  „ერთის ცხოვრების გზა პირდაპირი და ნათელია, სხვათა უცნაურად დაკლაკნული და  ამოუცნობი. ჩემს გზაზე საოცარი განძი მელოდა, ის დანაკარგად იქცა,მაგრამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი, რასაც ადრე ვერ ვხედავდი. ახლა მე ვიცი რა არის სიყვარული და ამისთვის ბედის მადლობელი ვარ.“