Skip to content

უძღები შვილი

ოდესღაც, ერთ შორეულ სოფელში, ცოლი და ქმარი მაგიდას მიუსხდნენ, სადილად შემწვარი ქათამი ჰქონდათ, ქმარს ქათმის შუაზე გაყოფა სურდა, მაგრამ უეცრად ოთახში მისი მოხუცი მამა შემოვიდა. კაცმა მაშინვე სტაცა ქათამს ხელი და გადამალა. ბერიკაცმა ერთი ყლუპი წყალი მოსვა და გარეთ გავიდა. კაცი მიბრუნდა, უნდოდა ქათამი კვლავ გამოეტანა და რას ხედავს, ქათამი დიდ მწვანე გომბეშოდ გადაქცეულიყო. გომბეშო ახტა, დახტა და კაცს სახეში შეახტა. კაცი ცდილობდა მის მოშორებას მაგრამ ამაოდ, მასთან მიახლოებასაც კი ვერავინ ბედავდა. მას შემდეგ უძღებ შვილს ყოველდღე უწევდა გომბეშოს გამოკვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მას სახეს მოაჭამდა. ასე მოსვენება დაკარგული და გატანჯული დაეხეტებოდა უძღები შვილი წინ და უკან,ცხოვრების ბოლომდე, თავისი უმადურების გამო.
ძმები გრიმები, თარგმანი მარიამ შელეგია