ჩემს მეზობელს უცნაური ჰობი ჰქონდა, ძალიან უყვარდა მწერებით გართობა,ღამის პეპლები, ტარაკნები, მორიელები, იჭერდა და სახლში მიჰყავდა. სამუშაო ოთახში კედელზე ჰყავდა ლურსმნით მიჭედებული ცოცხალი მორიელები, განსაკუთრებით ისინი იტაცებდა. იცოდა მათი სქესის გარჩევა, ასევე ძალიან ახლოს ჰქონდა შესწავლილი მათი ფსიქოლოგია. ამ უცნაურ ახირებას ვერავინ ხსნიდა და არც იძლეოდა განმარტებას. დავინტერესდი, არ მოვეშვი სანამ არ ამიხსნა, იფიქრა ალბათ ეს მორიელზე უარესიაო და ერთ დღესაც დამიძახა.
ქილაში ჰყავდა მოთავსებული ათამდე ცოცხალი მორიელი და დაკვირვებას აწარმოებდა, მითხრა ისინი რამდენიმე დღის მანდძილზე დახოცავენ ერთმანეთს, მართლაც დღითი -დღე იკლებდა მათი რიცხვი, საშინლად ჩხუბობდნენ დაუნდობლად, ამიხსნა მარტივი პრინციპია სუსტები გამოიხშირება ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ლიდერიც გამოიკვეთა, მე, მართალია ვერ ვარჩევდი მათ ერთმანეთისგან ჩემთვის ყველა ერთნაირი იყო, მაგრამ სხვაობა მართლაც არსებულა, ის იბრძოდა ყველაზე კარგად. ჩემი ვარაუდით ის ლიდერი ყველას გაისტუმრებდა და თვითონ გადარჩებოდა, მაგრამ შევცდი. გადარჩა ორი მათგანი, ორივე ლიდერი. ორი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს არ ეკარებოდნენ. მეზობელმა აღნიშნა ორივე ძლიერია და ერთმანეთს სწავლობენ, ზვერავენო. მართლაც ორი დღის შემდეგ დაიწყეს დაგესვლა. ორივე გაუშვა მან. გამიჩნდა კითხვა რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?! მან ამიხსნა: – მორიელები ძალიან ჭკვიანები არიან, მაინტერესებდა ადამიანებზე ჭკვიანები თუ აღმოჩნდებოდნენ, მაგრამ როგორც ცხოვრებაში ისე მათთანაც ორი ლიდერი ერთმანეთს ვერ შეითავსებს, ისინი ადრე თუ გვიან შეეცდებიან ერთმანეთის ჩაძირვას..
ავტორი: ქეთი ლებანიძე