ჩარლზ ბოსველის ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენდა. ჩარლიმ მეორე მსოფლიო ომის დროს თვალის სინათლე დაკარგა, როცა ცეცხლმოკიდებული ტანკიდან მეგობარი გამოჰყავდა. ამ შემთხვევამდე იგი სპორტით იყო გატაცებული და სახლში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა ბედი სპორტის ახალ სახეობაში ეცადა, რომლის თამაშსაც ადრე ვერასდროს წარმოიდგენდა – მითუმეტეს შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში. ეს სპორტი გოლფი გახლდათ.
სპორტის სიყვარულისა და მონდომების წყალობით ჩარლზ ბოსველი 13–ჯერ გახდა უსინათლოთა შორის გოლფის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. მისთვის მისაბაძი პიროვნება ცნობილი გოლფმენი ბენ ჰოგანი იყო.
ამბობენ, ერთხელ ჩარლიმ სურვილი გამოთქვა, ბენ ჰოგანის წინააღმდეგ ეთამაშა. ბენი დათანხმდა უსინათლო სპორტსმენს, რადგან სმენოდა მისი მიღწევების შესახებ და დიდ პატივს სცემდა მას.
„გსურთ ფულზე ვითამაშოთ, მისტერ ჰოგან? – ჰკითხა ჩარლიმ ცნობილ გოლფმენს.
„ არც ისე ლამაზი საქციელი იქნება ჩემი მხრიდან!“ უპასუხა მისტერ ჰოგანმა.
„კარგით რა, მისტერ ჰოგან… 1000 დოლარი ბურთის ყოველ ჩაგორებაზე!
„არ შემიძლია, ხალხი იფიქრებს, რომ თქენი მდგომარეობით ვსარგებლობ..“
„გეშინიათ, მისტერ ჰოგან?!“
„კარგით, ვითამაშებ ისე, როგორც შემიძლია!“ – უპასუხა შემცბარმა ჰოგანმა უსინათლოს.
„სწორედ ამას ველოდი“, თქვა საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩარლზ ბოსველმა.
„მართალია, მისტერ ბოსველ.. შეგიძლიათ მითხრათ დრო და ადგილი!“
„დღეს, 10 საათზე.. “ უპასუხა საკუთარ შესაძლებლობებში სრულიად დარწმუნებულმა ბოსველმა.
ჯეკ კენფილდისა და მარკ ვიქტორ იანსენის წიგნიდან – „წიწილის სუპი სულისთვის – ანუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენი ოცნებებით.“