Skip to content

უსახლკარო კაცი, რომელმაც შემახსენა ყველაზე მნიშვნელოვანი

საღამოს სანაგვე ურნასთან კაცი შევნიშნე. ვუყურებდი. ნაგავში რაღაცას ეძებდა. დავინახე, ცოტა კარტოფილის ფრი და ნაკბეჩი ჰამბურგერები იპოვა. საჭმელი თავისთვის შეფუთა, გარშემო კი ყველაფერი მოასუფთავა. მათხოვრების დახმარება არ მჩვევია, არ ვენდობი, არ ვიცი ნამდვილად უსახლკარო ვინ არის. თუმცა არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელიც საჭმელს სანაგვე ყუთში ეძებდა. არავის აწუხებდა, ხომ შეეძლო მაღაზიასთან დამდგარიყო და მოწყალება ეთხოვა?!

გადავწყვიტე დავხმარებოდი. მანქანიდან გადავედი და საჭმლის ყიდვა შევთავაზე. უარი არ უთქვამს. ველოსიპედით იყო. სწრაფი კვების ობიექტამდე გამომყვა. საჭმელი ვუყიდე. ერთადერთი რაც მთხოვა, ჩაი იყო. მითხრა, რომ სტივი ერქვა. შარშან და გარდაეცვალა და მას შემდეგ უსახლკაროდ დარჩა. ვუთხარი, რომ ღმერთი აუცილებლად გადმოხედავდა.

გზაში თავი ცუდად ვიგრძენი. გზის დასასრულს დაბრუნება და დახმარება გადავწყვიტე. ჭამა დაესრულებინა და მიდიოდა. დავეწიე. მას ჩემთვის ფული არ უთხოვია. ვუთხარი, რომ საჭმლის ყიდვა და სასაჩუქრე ბარათის ჩუქება შემეძლო. მაკდონალდსთან მივედი და პირობა შევასრულე.

ტირილი დაიწყო. მითხრა, რომ ჩემთვის ილოცებდა. მადლობა გადავუხადე. ,,მე ვლოცულობდი, ღმერთმა კი შენი თავი გამომიგზავნა!’’ სიტყვები არ მეყო, ვერაფერი ვთქვი. ღმერთმა მისი თხოვნა შეისმინა და დაანახა, რომ ვიღაც მისთვის ზრუნავს.

კაცმა მითხრა, რომ სიმსივნე ჰქონდა და მუცელზე უზარმაზარი გამონაზარდი მაჩვენა. ჩვენ ორივე ვლოცულობდით. სახეზე ცრემლი მოსდიოდა. თქვა, რომ კვდებოდა და ამისთვის მზად იყო, ასეთ ცხოვრებას, ასეთ ტკივილს ერჩივნა. მის გამხნევებას ვეცადე, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. იმედს ვაძლევდი.

ღმერთს სურდა, ასე მოვქცეულიყავი. ასეთი რამ არასდროს განმიცდია. შემახსენა, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ. მყავს ავტომობილი, მაქვს სახლი, სუფთა ტანსაცმელი, ფული, საჭმელი, წყალი, ჯანმრთელობა, სამსახური, ოჯახი და მეგობრები! ხანდახან ღმერთი სპეციალურად გვიქმნის სიტუაციას, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთ დაგვანახოს.

ილოცეთ სტივისთვის!

ღმერთს მადლობას ვუხდი, ის ძალიან კეთილია.

ჯონ ბრენტლი

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა