Skip to content

სამყარო ბევრ საიდუმლოს მალავს…

იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არსებობს ამოუცნობი მოვლენები. მოჩვენებები, სულები, გამოგონილი რეალობა ვამპირებისა და ზომბების სახით, ალქაჯები, ჯადოქრები, განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანები. მითები, ისტორიები ბევრი წიგნის ფურცელზე დაწერილა. ალბათ ბრალსაც დამდებთ ძალიან ფანტაზიორობო ან ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს უყურებ და ბევრს კითხულობო. მაგრამ მერწმუნეთ ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს და ცოტახნით სხვა რეალობაში ყოფნა ცხოვრებისეულ წუთებს გაშორებს. მისტკური ამბები ერთობ საინტერესო და ჩამთრევია. მეც და შეიძლება ბევრ თქვენგანსაც ხშირად სდომებია ჯადოქრობა, ვამპირობა ან რამე განსაკუთრებული უნარის ქონა ( ისე, ჩვენს თავებში და გულებში თუ ჩავიხედეთ აუცილებლად აღმოვაჩენთ ნებისმიერს). ხნადახან კიდეც მაშინებს, ყველაფერი ეს რომ რეალობა ყოფილიყო რა გვეშველებოდა უბრალო ადამიანებს–თქო. თუმცა არაერთი შემთხვევა გვსმენია და წაგვიკითხავს მოჩვენებების შესახებ, რომლებიც სიკვდილის შემდეგ არ გვტოვებენ და ჩვენს სამყაროში აგრძელებენ ცხოვრებას. ინტერნეტში ბევრ მასალას წააწყდებით სასოწარკვეთილი მოჩვენებების შესახებ, რომლებიც დაწრწიან აქეთ–იქით, ადამიანებს მანქანაში უჯდებიან და შემდეგ ქრებიან ( ოოოო, როგორი სასინელებაა ამის გააზრება, როცა მანქანაში მოჩვენება გიზის). ერთ შემთხვევაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რეიგანმა თავის წიგნში დაწერა. ალბათ გეცოდინებათ აბრაამ ლინკოლნი, ამერიკის მე–16 პრეზიდენტი, რომელიც მოკლეს. აი, რას წერს ავტორი მის შესახებ:

„დიდი ხანი არ იყო გასული, რაც თეთრ სახლში გადავედით საცხოვრებლად, ნენსი ლინკოლნის საძინებელში შევიდა და ეღთ–ერთი, როგორც ჩვენთვის ცნობილი, ლინკოლნის საყვარელი ნახატი მოღრეცილი დახვდა. ნენსიმ სცადა, ნახატი გაესწორებინა. იმ დროს ოთახში მოახლეც ყოფილა და უთქვამს: „ხედავთ, ისევ მოსულა.“

მალე შევიტყვეთ ლეგენდა, თითქოს თეთრი სახლის მეორე სართულზე ლინკოლნის მოჩვენება ცხოვრობდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხუმრობად მივიღეთ, მაგრამ მოგვიანებით, მ ას მერე, რაც ჩემს ძაღლს, რექსს შეემთხვა, ეს ლეგენდა კინაღამ მეც ვირწმუნე.

ერთ საღამოს სასტუმრო ოთახში ვისხედით, როცა მოულოდნელად რექსსმა ყურები ცქვიტა და რაღაცას მიაშტერდა. შემდეგ ადგა და დერეფანს გაუყვა, თან თვალს არ აშორებდა ერთ წერტილს. დავინტერესდი: ნუთუ ისეთ რამეს ხედავს, რაც ჩემგან არ ჩანს–მეთქი. რექსს გავყევი, მაგრამ ვერაფერი დავინახე. ის კი ისევ რაღაცას მიაშტერდა და ყეფდა. ლინკოლნის საძინებელს რომ გავუსწორდით, კარი შევაღე. რექსი ყეფით შევიდა, მერე ღრენა დაიწყო და თან უკან–უკან იხევდა. საბოლოოდ, შეშინებულმა მოკურცხლა.

ეს ყველაფერი ძალიან უცნაური მომეჩვენა, ოღონდ ვერ დავიჩემებ, ლინკოლნის აჩრდილი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს თეთრ სახლში–მეთქი.“

ვერ ვიტყვი დაზუსტებით რა და როგორ, მაგრამ სამყაროშიც არის გამონაკლისები და შეიძლება ისინი, ისევ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენგან შეუმჩნევლად. სხვა მოსაზრებაც მაქვს, შეძლება რაზეც უფრო მეტს ვფიქრობთ, სწორედ იმას ვხედავთ და გვეჩვენება, რეალობა გვგონია ის რაც არ არსებოს. მე კი მხოლოდ ერთი რამ ვიცი, სამყარო ბევრ საიდუმლოს მალავს…

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა