ურთიერთობები ყველაზე საინტერესო და რთული რამ არის, ამოსახსნელად ხშირად ძნელი.
ადამიანების დიდი შეცდომა არის ერთმანეთის არ დაფასება, ვერ დანახვა იმისა თუ ერთი ადამიანი მეორეს რას უკეთებს. გავამახვილებ ყურადღებას ადამიანთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც უანგაროდ უდგანან გვერდში მათთვის სასურველ ადამიანებს.
რომ ვუყურებ რისკენ მიიღწვის თითოეული ჩვენგანი? ყველას უნდა კარგი სამსახური, უნდა უამრავი ფუფუნების საგანი და ამაში ხარჯავენ მთელ საკუთარ დროს და ნერვებს. არ ვამბობ რომ ეს ცუდია და არასწორი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო ღირს, რომ უკუვაგდოთ საკუთარი კარგად ყოფნა და ბედნიერება? უკუვაგდოთ ის მეორე ადამიანები ვინც ჩვენთვის არიან? ვისაც უნდა რომ კარგად ვიყოთ? ხომ შეიძლება ყველაფერი მათთან ერთად გავაკეთოთ, ისინი ხომ მზად არიან ჩვენი ყველა, ცუდი თუ კარგი, ნაბიჯი გაიზიარონ. რას ვეძებთ? ან ვის ვეძებთ? ასეთი ადამიანები ხომ ერთხელ ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში. მეც მქონდა ეგეთი ერთი შემთხვევა და ის გავუშვი, არ დავაფასე. სამაგიეროდ მე ყოველთვის ისეთთან მიწევს ურთიერთობა, რომელიც სათანადოდ ვერ მაფასებს და ყველაფერი იშლება, გულგატეხილი ვრჩები მე. ვიღაც იტყვის! ეს ასე ხდებაო, ვინც ჩვენ გვინდა ის ჩვენთან არ არის და ვინც არ გვინდა ჩვენთანააო, ეს ყველაზე არასწორი ნათქვამია, ხშირად როგორიც ჩვენ გვინდა ჩვენს გვერდითაა ხოლმე, უბრალოდ არ ვაფასებთ და ხელს ვკრავთ ხოლმე, უნდა დავინახოთ და დავაფასოთ, ყველაზე დიდი ბედნიერება გამგები და ერთგული ადამიანის ვერდში ყოლაა.
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არ ჩნდება ასეთი ადამიანი და თუ თქვენს გვერდით გეგულებათ ასეთი, აუცილებლად გაუფრთხილდით, რადგან ღმერთი ასეთ საჩუქარს აღარ გამოგიგზავნით.
დიდ მადლობას ვუხდით “Madmoisselle Von Teese” –ს ნაშრომის გამოგზავნისათვის და ბედნიერ შობა–ახალ წელს ვუსურვებთ..