Skip to content

ჩემი იმედისმომცემი ისტორია

მინდა ჩემს შესახებ მოგიყვეთ,იქნებ ჩემმა წერილმა გულში თქვენს რომელიმე მკითხველს იმედი ჩაუსახოს.. მე 26 წლის ვარ და დღემდე 26 ჯერ არ გამიღიმია,ულამაზესი ბავშვობა მქონდა მაგრამ მშობლები ადრე გარდამეცვალნენ,მე კი სულ მარტო ვიზრდებოდი, (ხანდახან ნათესავების მოკითხვას თუ არ ჩავთვლით, და ისიც ხანდახან…) ვიზრდებოდი ჩემივე შეცდომებზე.ოჯახიც შევქმენი მაგრამ სამწუხაროთ არ გამიმართლა,ჩვენს შორის არსებული სიყვარული მალევე დაინგრა და გაუფერულდა ჩემივე მეუღლის და მისი ოჯახის დამსახურებით, თუმცა ძალიან შევეცადე რომ ბედნიერი ოჯახი გვქონოდა,რადგანაც რაც მთელი ცხოვრება მაკლდა მინდოდა მისი ოჯახით შემევსო.ერთიანი დიდი ოჯახი ვყოფილიყავით,მხიარული და ბედნიერი მაგრამ…….მან ჩაიდინა ის რისი პატიებაც უბრალოდ შეუძლებელია და დღევანდელ “დახვეწილ–თნამედროვე” ცხოვრებაშიც კი მარაზმია და ასე იქნება სანამ უკანასკნელი ქართველი არ გადაჯიშდება მერწმუნეთ.მეც ხელი ჩავიქნიე ცხოვრებაზე, რა უნდა მექნა? სახლი არ მქონდა და კარი, წასასვლელი არსად, ხოდა ჩავთვალე რომ ასე ყოფილა თურმე ჩემი ბედისწერა,გაუხარელი და უსასრულო ცრემლების ზღვა… გარეთ ხომ საერთოდ აღარ გამოვდიოდი და არც ის მადა! რდებდა თუ არავის ვახსოვდი, რადგანაც პირველმა მე დავივიწყე ყველა,გაუთავებელი პრობლემების მოყოლით.ერთადერთი რაც სიხარულს მანიჭებდა ეს ჩემი შვილი იყო რომელის გულისათვისაც სამყაროს დათმობაც კი შემეძლო, თუ კი მას შევმატებდი ამით რამეს,მინდოდა მისთვის მაინც ვყოფილიყავი ხალისიანი მაგრამ ერთხელ რომ დაინგრევი როგორც პიროვნება ძნელია წამოდგომა თუმცა გულის სიღრმეში ვცდილბდი რომ მომეკრიბა უკანასკნელი ძალები ჩემს თავში……სანამ…….
ერთ დღესაც ერთერთ ინტერნეტ საიტზე არ დაფიქსირდა უცნობი წერილები, თვიდან არ ვყვებოდი რადგან ყოველთვის მიმაჩნდა რომ არასერიოზულია საიტზე გაიცნო ადამიანი და მასთნ სერიოზული ურთიერთობა ჩამოაყალიბო, და მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ მე გათხოვილი ვიყავი. მაგრამ არ ვიცი რა მოხდა ჩვენ შორის, დაველაპარაკე და დროთგანმავლობაში მივხვდი რომ მის გარეშე უბრალოდ აღრ შემეძლო! , ეს არ იყო უბრალოდ მიჩვევა მისდამი, ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით ერთმანეთისგან შორს…მაგრამ ის დაბრუნდა საქართველოში და ჩვენ ერთდ ვართ ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს და უერთმანეთოდ ალბად მოვკვდებით,ჩვენი სიყვარული ყოველ წამს და ყოველ წუთს იზრდება და ასე იქნება ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე.ახლა ვაპირებთ რომ მოძღვარს დაველაპარაკოდ და ჯვარი დავიწეროთ. შევქმნათ ნამდვილი ქართული მართმადიდებლური ოჯახი და საქართველოს ბევრი შვილი ვაჩუქოთ უფლის ნებით და წყალობით.აი ასეთი ახალი წლი შემოდის ჩემს ცხოვრებაში ჩემო თანამემამულენო.
სიკეთე ყველას ყველას ყველას…….. მშვიდობა და სიყვარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს აწ და მარადის…
“თუ კი ცხოვრება კარს გიხურავს უფალი ყოველთვის გაგიღებს სარკმელს…მთვარია გწამდეთ” მიყვარხართ ყველანი უკლებლივ .
პ.ს.მადლობა ქალბატონ ნანას რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილი გაზარდა ჩემი საყვარელი ადამიანის სახით და მინდა დავამატო რომ იგი გმირი და სათნო დედაა, მან ხუთი შვილი მართლაც რომ საამაყოდ აღზარდა.გკოცნით და გეფერებით.
დიდ მადლობას ვუხდით თამუნას თავისი ისტორიის გამოგზავნისათვის და ბედნიერ შობა–ახალ წელს ვუსურვებთ..