Skip to content

ტომ ჰოპკინსი – თქვენი მწარმოებლური უნარის გაზრდის საუკეთესო გზა

გთავაზობთ თქვენი მწარმოებლური უნარის გაზრდის საუკეთესო გზას. ეს არის ძალიან მარტივი მეთოდი. ადვილი არა – მარტივი. პირველ რიგში, დააკოპირეთ ქვემოთ მოცემული თორმეტი სიტყვა და ჩამოკიდეთ ყველგან, სადაც მათი დანახვა შეგეძლებათ- სამსახურში, სახლში, მანქანაში:

მე უნდა გავაკეთო ყველაზე პროდუქტიული რამ, რაც ჩემთვის შესაძლებელია, ყოველ მოცემულ წუთში.

ახლა კი მოდის მნიშვნელოვანი ნაწილი – დაავალეთ თქვენს თავს, იცხოვროთ ამ დეკლარაციით.

არაფერი შეიცვლება იმით, თუ იშვიათად შეხედავთ ამ სიტყვებს და იტყვით:„ აი, რისი კეთება უნდა დავიწყო, მაშინ, როდესაც შევძლებ ჩემი თავის დაძალებას.“ თუ რაღაცის მიღწევა ნამდვილად გსურთ, მაშინ ახლავე დაიწყეთ ცხოვრება ამ სიტყვებით.

საჭიროა, გააკეთოთ მხოლოდ ოთხი ნაბიჯი. წარმოიდგინეთ- მხოლოდ ოთხი ნაბიჯია საჭირო საოცნებო წარმატებისთვის-არაფერი შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ხომ ასეა? თუმცა, დაიმახსოვრეთ: გააკეთო ყველაზე პროდუქტიული რამ, რაც შესაძლებელია, ნიშნავს მხოლოდ- ყველაზე პროდუქტიულ საგანს. არა „საქმის კეთებას“, არა – „გამოიყურებოდე დაკავებულად“, არა – „გადადებას“. არამედ შესაძლო ყველაზე პროდუქტიული რამის კეთებას მოცემულ მომენტში, იმის მიუხედავად, რამდენად უსიამოვნო, რთული ან შემაშფოთებელი საქმე იქნება.

ეს ნიშნავს მწვერვალზე ასვლას, როდესაც იცით, რომ უნდა გააკეთოთ ეს, მაგრამ გეშინიათ. ეს ნიშნავს მოემზადოთ, როდესაც საჭიროა მომზადება და გააკეთოთ, როდესაც საჭიროა გაკეთება. ზუსტად ამიტომ ვთქვი, რომ არაა ადვილი და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ მიჰყვება მას. ეს მარტივია, თუმცა… ყველას შეუძლია ამის გაკეთება, უბრალოდ, საჭიროა მონდომება.

ყოველ წუთს შეგნებულად გაიმეორეთ ეს ოთხი ნაბიჯი, სანამ არ გახდება თქვენი განუყოფელი ნაწილი:

1. უთხარით საკუთარ თავს: „მე უნდა გავაკეთო ყველაზე პროდუქტიული რამ, რაც ჩემთვის შესაძლებელია, ყოველ მოცემულ მომენტში.“,

2. გადაწყვიტეთ, რა არის „ყველაზე პროდუქტიული რამ“.

3. გააკეთეთ ის.

4. როდესაც უფრო წინ წახვალთ, ვიდრე ახლა ხართ, დაუბრუნდით პირველ ნაბიჯს და დაიწყეთ თავიდან.

მაგრამ ნუ გახდებით ფანატიკოსი. ხანდახან ყველაზე პროდუქტიული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ მომენტში არის უბრალოდ, იჯდეთთქვენს საყვარელ ადამიანთან და დახარჯოთ დრო, რათა უყუროთ მზის ჩასვლას.

ხანდახან „ყველაზე პროდუქტიული რამ“ შეიძლება იყოს ვარჯიში, ძილი ან კარგი შესვენება. და, ძალიან ხშირად, ყველაზე პროდუქტიული რამ, რისი გაკეთებაც მოცემულ მომენტში შეგიძლიათ, შეიძლება იყოს ის, რის გაკეთებასაც ზუსტად ახლა აპირებთ.

ჩვენ მომენტიდან მომენტამდე ვცხოვრობთ და არა წლიდან წლამდე. გააკეთეთ ყველაზე პროდუქტიული საქმე ყოველ სამუშაო დღეს და თქვენი პროგრესი გააოცებს ყველას, ვინც გიცნობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თავადვე დარჩებით გაოცებული და კმაყოფილი.

როგორც კი ამის კეთებას დაიწყებთ, თავდაჯერებულობას იგძნობთ. ირგვლივ მყოფი ხალხი კი,დაიწყებს თქვენს შესაძლებლობებზე შთაბეჭდილების შეცვლას.
არანაირი საიდუმლო, არანაირი უნარი, არანაირი მეთოდი არ შეიძლება იყოს თქვენთვის უფრო ღირებული, როგორც „ოქროს თორმეტეულის“ მყარი და მუდმივი გამოყენება.

„ოქროს თორმეტეული“ რევოლუციას მოახდენს თქვენს ცხვორებაში. მას შეუძლია „გამოგიგზანოთ“ მიღწევები, ბედნიერება და კარიერული წინსვლა. ის მოგცემთ ამ ყველაფერს, თუკითქვენ შეუერთდებით მას მომენტიდან მომენტამდე, საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე.

საიდან ვიცი, რომ ასე იქნება?

იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც „ოქროს თორმეტეული“ აკეთებდა და აკეთებს ჩემთვის.