Skip to content

რა მნიშვნელობა აქვს მდგომარეობას?

„..მაინც ა მნიშვნელობა ჰქონია მდგომარეობას?! უნიჭო ნერონი ათასჯერ პოპულარულია, ვიდრე ათორმეტი გენიოსი.არაფერი არ მოუცია ამ გვირგვინოსანი კომედიანტისთვის შემოქმედს დიდი სიამაყის გარდა.მართლაც და, სიამაყის გარეშე წარმოუდგენელია შემოქმედება.ვინც მარმარის გაურანდავ ნაკვეთიდან სილამაზეს,სატრფოს და სიყვარულს აღძრავს, იგი უეჭველად ჯადოსანია.ვინც უბრალო ტილოსა და წამლების შემწეობით ფერების სიმფონიას შექმნის,იგი უთუოდ გულთმისანია,ხოლო იგი, ვინც უბრალო ლექსიკონში მოქცეულ სიტყვებს ყორედან გრძნობების ზღვაურს ასტეხს, ლანდებს აამეტყველებს, არაარსებულს ან უსულოს არსებულად და სულიერად მოგაჩვენებს, იგი უსათუოდ ალქიმიკოსია და ნათელმხილველი…“

კონსტანტინე გამსახურდია. „მთვარის მოტაცება“ გვ. 71.