როგორ მუშაობს ინტუიცია?
როგორც წესი, ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ნიშნებს, რომლებსაც გვიგზავნის ქვეცნობიერება და შემდეგ ვნანობთ ამას. ხანდახან ვერ ვამჩნევთ, რომ პრობლემის, ან ამოცანის გადაწყვეტა მოდის მომენტალურად. ზოგი ვერც წარმოიდგენს, რომ თითოეული ასეთი ნიშანი ჩვენი გონების სერიოზული ანალიტიკური აზროვნების შედეგია. ამ პროცესებს, როგორც წესი, ახლავს განსაზღვრული შეგრძნებები:
• ფიზიკური (ტკივილი, ჩხვლეტა, ქავილი);
• ემოციური (შიში, გაბრაზება, სიხარული);
• კომბინირებული (ფიზიკური და ემოციური შეგრძნებების კომბინაცია).
ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ინტუიცია – ეს არა რაიმე მაგიური, ან მისტიკური, არამედ საკმაოდ ახსნადი პროცესია.
მაგალითად: თქვენ უყურებთ ფილმს, სადაც მკვლელი ელოდება თავის მსხვერპლს ბნელ სადარბაზოში და შემდეგ კლავს მას. ყურება დაასრულეთ და დასაძინებლად წახვედით. სანამ ისვენებთ, ქვეცნობიერება აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას. მეორე დღეს, გვიან ბრუნდებით სამუშაოდან და ბნელ სადარბაზოში უსიამოვნო შეგრძნება გებადებათ. ზუსტად ასე გამოიყურება ჩვენი ინტუიციის სიგნალი.
ინტუიციის ვარჯიშია შესაძლებელი
თავიდან უნდა გადაწყვიტოთ, რა გჭირდებათ ნამდვილად. ბევრს აწყობს ურთიერთობა საკუთარ ქვეცნობიერებასთან. შემდეგ, შეეცადეთ, გამოყოთ დრო ყოველდღიური ვარჯიშისთვს. მაგალითად: 20 წუთი საღამოს/დილით, ან გადაანაწილოთ დრო მთელ დღეზე. ვარჯიშის ხანგრძლივობა თავად შეარჩიეთ.
მოვნიშნოთ ალგორითმის ძირითადი ნაწილები, რომლებიც დაგვეხმარება ურთიერთქმედების გაუმჯობესებაში ინტუიციასთან:
1. იმის გააზრება, რაც ნამდვილად გჭირდებათ;
2. ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერების ვარჯიში;
3. სიტუაციაზე ინფორმაციის შესწავლა და მოდუნება.
როგორც ხედავთ, ალგორითმი საკმაოდ მარტივია და მისი სირთულე მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ყველა ქმედების მიყვანა ავტომატიზაციამდე და უნარ-ჩვევების ფორმირებამდე.
ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერების ვარჯიში
ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდიდა ღრმა კონცენტრაციის გრძნობას. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, სასურველი კონცენტრაციის მიღება საკმაოდ რთულია. აზრები ტრიალებს თავში და გაუგებარია, რა ხდება ახლა ჩვენს ქვეცნობიერებაში. ასეთ დროს, ძალიან რთულია ინტუიცის ჩუმი ხმის გაგება, ამიტომ საჭიროა, მოიშოროთ „ნაგავი“ გონებიდან სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
რისთვისაა ეს საჭირო? – პირველ რიგში, თქვენი გონება დალაგდება და აზრები უფრო ნათელი გახდება. მეორეც, კონცენტრაცია აუცილებელია იმისათვის, რომ შეასრულოთ დანარჩენი სავარჯიშოები, მაგალითად -მეხსიერების განვითარებისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, დაიმახსოვროთ საჭირო ინფორმაცია მონაცემების ანალიზისთვის. სწორი ინტუიციური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი რაოდენობის ინფორმაცია პრობლემაზე.
ინფორმაციის შესწავლა სიტუაციის შესახებ და მოდუნება
მაგალითისთვის ავიღოთ „მოსალოდნელი გასაუბრება დამსაქმებელთან“.
დღესდღეობით, ყველას აქვს ინტერნეტთან წვდომა, ამიტომაც გამოვიყენებთ პოპულარულ სერვისებს და ვიპოვით გასაუბრების 30 სხვადასხვა ვიდეოს. შემდეგ ავიღოთ ბლოკნოტი და ფანქარი ან გამოვიყენოთ დიკტოფონი.
1. ვიდეორგოლის ნახვის წინ, მოახდინეთ კონცენტრაცია;
2. ყურადღებით უყურეთ ვიდეოს, შეაჩერეთ რთულ და საინტერესო ადგილებზე, დააფიქსირეთ ქაღალდზე, ან დიქტოფონზე კითხვები, ინტონაცია, ხუმრობები, მოსაუბრეების ქცევები, შეცდომები – ყველაფერი, რაც მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ;
3. თითოეული რგოლის შემდეგ, 1-2 წუთის განმავლობაში, გაიმეორეთ ნანახი და გადადით შემდეგზე;
4. ყველა ვიდეოს დამუშავებისას, შეხედეთ თქვენ შენიშვნებს, რათა საბოლოოდ დააფიქსიროთ შედეგი;
5. მოდუნდით, გაიხედეთ ფანჯარაში, გაუშვით ქვეცნობიერიდან აზრები შესრულებულ სამუშაოზე და გადაერთეთ სხვა რამეზე.
ეს მეთოდი შემდეგნაირად მუშაობს: როდესაც ასეთი დიდი ყურადღებით ერთ თემას შეისწავლით, ამით თქვენს ქვეცნობიერებას ეუბნებით – „სასურველია ამის დამახსოვრება და საჭირო დროს გამოყენება“. ინფორმაციის არსებობა სხვადასხვა სიტუაციის ირგვლივ, რაც შეიძლება განვითარდეს გასაუბრებაზე, დაეხმარება თქვენს ინტუიციას, გააანალიზოს სიტუაცია და ნახოს სწორი, ინტუიციური გადაწყვეტილება საჭირო მომენტში.
ამ მარტივი ალგორითმის შესწავლით, მალევე შეძლებთ მის გამოყენებას სხვადასხვა სიტუაციის დროს. დაახლოებით, 1 თვეში ჩამოგიყალიბდებათ უნარ-ჩვევები, რაც სასარგებლოა თქვენთვის.