1839 წლის თებერვალში, 8 წლით ადრე, ვიდრე მკითხველი ჯეინ იარს იხილავდა, შარლოტა ბრონტემ მიიღო წერილი, რომლითაც მისი ერთ–ერთი უახლოესი მეგობრის ძმა შეუღლებას სთავაზობდა.
მწერალმა საპასუხო წერილი, 1839 წლის 5 მარტს მისწერა თაყვანისმცემელს. წერილში ნათლად ჩანს ბრონტეს ხასიათი, მისი ტაქტიანი, ზრდილი, მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებული ბუნება.
ჩემო ძვირფასო ბატონო,
ვიდრე თქვენს წერილს ვუპასუხებდი, შეიძლებოდა ამ წინადადებაზე ფიქრში დიდი დრო გამეტარებინა, თუმცა იმ წამიდან როცა ეს წერილი მივიღე, ყურადღებით წავიკითხე და განვსაზღვრე რომელი გზა ამერჩია, ჩემთვის მეტად დაყოვნება სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა.
კარგად იცით, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახს პატივს ვცემდე. მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომ თქვენი დებიდან თუნდაც ერთი განსაკუთრებულად მიყვარდეს და ამასთან, თქვენც დიდ პატივს გცემთ. მცდარ მოტივებს ნუ მიაწერთ, თუ ჩემი პასუხი თქვენს წინადადებაზე ნეგატიური იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას მერწმუნეთ სინდისის კარნახს უფრო მივსდევდი, ვიდრე ზემოთხსენებულ კავშირებს. შენთან შეუღლებასთან მიმართებაში, არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხასიათი ვერ განსაზღვრავს ისეთი კაცის ბედნიერებას, როგორიც თქვენ ხართ.
ყოველთვის ჩვევად მქონდა შემესწავლა მათი ხასიათი ვის შორისაც ყოფნა მიწევდა. ვფიქრობ მე ვიცი და შემიძლია წარმოვიდგინო, თუ როგორი ქალი შეგეფერებათ მეუღლედ. მისი ხასიათი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, მგზნებარე და ორიგინალური. ის უნდა იყოს მშვიდი, ღვთისმოსავი, მხიარული სულის ადამიანი. მისი „პირადი მიმზიდველობა“ უნდა თქვენს თვალებსაც ანიჭებდეს სიამოვნებას და თქვენს სამართლიან სიამაყესაც აკმაყოფილებდეს. რაც შემეხება მე, თქვენ კარგად არ მიცნობთ. მე არ ვარ ის სერიოზული, დინჯი, მშვიდი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელით. შეიძლება იფიქროთ, რომ რომანტიკოსი ვარ ანდა ახირებული, შეგიძლიათ თქვათ,რომ სატირული ან სასტიკი ვარ, თუმცა მეზიზღება ტყუილი. მხოლოდ დაქორწინებულის ღირსების მოსაპოვებლად და „შინაბერას“ სტატუსისგან თავის დასაღწევად, ვერ გავყვები ღირსეულ კაცს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიძლია მას ბედნიერება მოვუტანო.
მშვიდობით! ყოველთვის მესიამოვნება თქვენთან მეგობრული მოკითხვა.
გულწრფელად თქვენი,
შარლოტა ბრონტე
თარგმანი: 4motivi.com