Skip to content

სოკრატე დედამიწაზე ყველაზე ბრძენი ადამიანი?

ფილოსოფიის ისტორია აღსავსეა გამორჩეული ადამიანებით. თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა ისეთი პოპულარობა, როგორც ძველბერძენმა მოაზროვნე სოკრატემ. ამ სტატიაში მოგითხრობთ მისი პიროვნების, იდეებისა და გამომუშავებული მეთოდის „მაიევტიკის“ შესახებ.

მცირეოდენი ინფორმაცია სოკრატეზე:

სოკრატე იყო პირველი ათენელი ფილოსოფოსი, წარმოშობით ალოპეკიდან. მამა ხელოსანი ჰყავდა, ხოლო დედა- ბებიაქალი. სპარტას ომის დროს ,სოკრატე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. შემდეგ ,საბჭოს წევრი გახდა და კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს, თუმცა ,აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ არ მიისწრაფვოდა. მთელი ცხოვრება ფილოსოფიას მიუძღვნა, ოჯახის ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თავისუფალ დროს სხვადასხვა თემის განხილვაში ატარებდა და დისკუსიებში ერთვებოდა.აგრეთვე ,თავის მოსწავლეებს ფილოსოფიას ასწავლიდა. სიცოცხლის განმავლობაში, სოკრატეს არც ერთი წიგნი არ დაუწერია. მისი ფილოსოფიური ხედვის შესახებ ინფორმაცია გვაქვს პლატონის, არისტოფანეს, არისტოტელეს, ქსენოფონტესა და სხვა მოაზროვნეების ნამუშევრებიდან.

„ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“

„ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“- სოკრატეს ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია. ეს ნიშნავს იმას, რომ რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიოს ადამინმა, მას არ სურს ადგილზე გაჩერება და ის წინსვლას აგრძელებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სოკრატეს, როგორც თანამოაზრეები, ასევე მტრებიც ჰყავდა. ყველაზე მეტად სოკრატე სოფისტებს არ უყვარდათ, რადგანაც მათი პროფესიონალური საქმიანობა იყო ლაპარაკი იმაზე თუ რა არის სწორი და რა არა, სოკრატე კი,მათ თავმოყვარეობას ლახავდა.

სხვა ფილოსოფოსებმა, სოკრატეს თანამედროვეებმა, მას ვერ აპატიეს განმაცვიფრებელი ირონია ადამიანის სისულელეზე, ასევე წინასწარმეტყველება იმაზე, რომ მისი სიკვდილით დამსჯელები მკაცრად დაისჯებოდნენ.

„შეიცნე საკუთარი თავი“

მოცემული გამონათქვამი, სიბრძნის ფორმულა, ცნობილი იყო ჯერ კიდევ სოკრატემდე, თუმცა სოკრატემ დაამკვიდრა ეს ტერმინი.

ამ გამონათქვამის არსი მდგომარეობს იმაში , რომ არანაირი ცოდნა და გამოცდილება ,ბედნიერებისა და კეთილდღეობის გარანტი არ არის, რადგან ყველაფრის მნიშვნელობა დამოკიდებულია სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე. ძველბერძენი ფილოსოფოსი დარწმუნებული იყო, რომ კარგი ცხოვრება და თვითგანვითარება შესაძლებელია მხოლოდ მორალური და ინტელექტუალური სიმყარის საფუძველზე.

მაიევტიკა

სოკრატეს მიერ გამომუშავებული იყო თვითშეცნობის განსაკუთრებული მეთოდი, რომელიც ემყარებოდა ისეთ ცნებებს, როგორებიცაა „მაიევტიკა“ და „ირონია“. საბოლოო ჯამში, ჩვენ წინაშე იყო ის, რასაც ფილოსოფიურ მეცნიერებაში „სოკრატეს ირონია“ ჰქვია, ხოლო შემდეგ, თვით მაიევტიკა, რომელსაც სოკრატე უწოდებდა „ბებიაქალას ხელოვნებას“ – წინააღმდეგობების გადალახვის ხელოვნებას იმისთვის , რომ ვიპოვოთ ჭეშმარიტება.

სოკრატე განიხილავდა მაიევტიკას, როგორც ბებიაქალას ხელოვნების სახეობას, რომელიც დედისგან მიიღო მემკვიდრეობით. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მშობიარობაში ქალებს კი არა კაცებს ეხმარებოდა, რომლებიც ბავშვებს კი არა, ცოდნას ბადებდნენ.

პრაკტიკაში მაიევტიკას შემდეგი სახე ჰქონდა: როდესაც ცნობილი ადამიანი, ან პოლიტიკური მოღვაწე გამოვიდოდა სიტყვით, სოკრატე მისთვის კითხვების დასმას იწყებდა. საინტერესო ის არის, რომ თავიდან ყველანაირად აქებდა, ეუბნებოდა რომ ყველა კითხვას თავისუფლად უპასუხებს. შემდეგ სვამდა უადვილეს კითხვას და ელოდებოდა სანამ მოსაუბრე გასცემდა პასუხს. შემდეგ ახალ კითხვას უსვამდა და ბოლოს გამოდიოდა ისე, რომ რატომღაც სოკრატეს თამოსაუბრის პასუხი ბოლო კითხვაზე ეწინააღმდეგებოდა პირველ კითხვაზე გაცემულ პასუხს. საბოლოო ჯამში გაბრაზებული მოსაუბრე ეკითხებოდა სოკრატეს თვითონ თუ იცის პასუხი თავის კითხვებზე, ხოლო სოკრატე სრულიად მშვიდად ეუბნებოდა რომ „მან იცის ის, რომ არაფერი არ იცის“.

ერთხელ ერთ ცნობილ ორაკულს ჰკითხეს, არსებობს თუ არა დედამიწაზე სოკრატეზე ბრძენი ადამიანი? ორაკულმა კი უპასუხა, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს. როდესაც ამის შესახებ სოკრატემ გაიგო გაუკვარდა და აღნიშნა, რომ ბრძენი მხოლოდ ღმერთია. რაც შეეხება ორაკულის წინასწარმეტყველებას, ღმერთმა გამოიყენა ის იმის სათქმელად,რომ ადამიანის სიბრძნე უსარგებლოა. ბოლოს კი დაამატა:“ ბრძენი მხოლოდ ის არის, ვინც სოკრატესავით იცის ,რომ არაფერი არ იცის“.