ერთხელ,ლომმა გადაწყვიტა გაეგო,ვინ იყო ცხოველებში ყველაზე ჭკვიანი და სიცრუის კონკურსი გამოაცხადა.
დათვმა თქვა–თაფლი ისე მეზიზღება,რომ დავინახო,ალბათ გული ამარევაო;
მგელმა თქვა–ერთ ჭამაზე ას ცხვარს ვჭამ და მაინც მშიერი ვრჩებიო;
კურდღელმა თქვა–ათი მგელი რომ შემომხვდეს გზაზე,ათივეს სულს გავაფრთხობინებო.
და ასე,ზოგმა რა მოიგონა,ზოგმა რა.მელია კი დუმს.
შენ რაღას იტყვი მელაკუდავ?-ჰკითხა ლომმა.
დიდო ხელმწიფევ–უპასუხა მელამ–რაც აქ ითქვა,ყველაფერი სიმართლეა და მე ტყუილს ვერ ვიტყვიო.
მელას ნათქვამი ყველას მოეწონა და მხურვალე ტაში დაუკრეს.
შეგონება:ზოგჯერ ის,რაც ყველას სიმართლე ჰგონია,შეიძლება ყველაზე დიდი სიცრუე აღმოჩნდეს
გამომგზავნი: დავით იმერელი