Skip to content

სიყვარული გულის სიღრმიდან მოდის – ყველაფერზე მეტია და საერთოდ დროს კი არა ყველაფერს უძლებს

ზოგჯერ დაქორწინების შემდეგ კაცებს ჰგონიათ,რომ ცოლებს აღარ სჭირდებათ სითბო და ყურადღება, რომ მათთვის ყვავილების ჩუქება აღარ არის აუცილებელი. ისინი ფიქრობენ,რომ ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარული მთვარის შუქზე,ნაზი კოცნა და სასიყვარულო სიტყვები მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდში არის აუცილებელი. ცოლები კი ყოველთვის ელოდებიან ქმრებს, ყოველთვის მათ ერთგულებას დაატარებენ გულით. უყურადღებობის გამო გულში ფიქრადაც არ გაივლებენ ღალატს და ორგულობას. ცოლები ყოველთვის ზრდიან ღირსეულ შვილებს და მთელი ცხოვრება დანატრებული არიან სითბოს და მზრუნველობას – სიცოცხლის ბოლომდე აკლიათ სიყვარული. მერე ქრებიან, უჩინარდება მათი ქალურობა და მოვალეობების გრძნობებში იკარგებიან. ქმრებს ჰგონიათ,რომ მათი საყვარელი ქალი უკვე აღარ არის მომხიბვლელი,რადგან არ შეუძლიათ გულის თვალებით ყურება, რადგან როდესაც გიყვარს არ არსებობს შეუხედავი ადამიანი.თუ გიყვარს სულ გელამაზება, სულ გემშვენიერება. საყვარელი ადამიანის სახეს არასდროს ეკარგება სილამაზე. მე არ დავწერ რომ კაცებო გაუფრთხილდით ცოლებს – მეთქი. თუ ადამიანს არ უნდა არ გაუფრთხილდება. ერთ ღიმილსაც კი არ მიიტანს სახლში. ერთ წვეთ სითბოსაც კი არ აჩუქებს საყვარელ ადამიანს. არც ქალებს მოვუწოდებ იყვნენ ქალურები, რომ აუცილებლად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვან. სიყვარული გულის სიღრმიდან მოდის – ყველაფერზე მეტია და სართოდ დროს კი არა ყველაფერს უძლებს.