ერთხელ, როდესაც საი ბაბა ნაპირზე სეირნობდა, მასთან ახალგაზრდა ბიზნესმენი მივიდა და თხოვნით მიმართა:
– მეუფევ, შენ ისეთი ძალა გაქვს, რა იქნებოდა, ოკეანის ნაწილი ნავთობად გექცია?! მაშინ ხომ ინდოეთში ყველა გამდიდრდება და სიღატაკეს დაივიწყებს!
საი ბაბამ მიუგო:
– მე კი შემიძლია, წყალი ნავთობად ვაქციო, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მეორე სულელი, რომელიც ოკეანეში ანთებულ ასანთს ჩააგდებს!