-სახელი და გვარი.
-ბათილა ლიდიაური.
-რამდენი წლისა ხარ?
-ოთხმოცის.
-შვილები გყავს?
-არა, უშვილო ვარ.
-როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ?
-სული? სული არ იკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ.
-შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები?
-მე…უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ.
-რატომ ნუ დავწერ?
-უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება.
სიკვდილზე რას იტყვი? ქვებსა და ხეებს თუ აქვს სიკვდილის განცდა?
-სიკვდილი რომ გამოიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა მაგის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სულ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეა განცდა არ შეიძლება, ამისათვის სისტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამოილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა… მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გამოიგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთნა სიკვდილის განცდა.
გურანდა ზიბზიბაძე.