Skip to content

“ყველა დედა დედაა.”

უცნაურია, მე მინდა მოგითხროთ ორ მოვლენაზე, რომელიც ხშირად ერთმანეთს განსაზღვრავს. არც ვიცოდი რამე ურთიერთდამოკიდებულება ,თუ ჰქონდათ ვიდრე გავიზრდებოდი. მოდით, დავიწყოთ. ყველა ჩვენგანს უყვარს, როცა თავს გრძნობს გამორჩეულად და ყველა ჩვენგანს უყვარს დედა. რა ცუდი სტატიაა, უფრო საინტერესოზე ხომ არ გადავიდე?! იფიქრებს ჩემი მკითხველი. არა ! დარჩი აქ და მომეცი შანსი აგიხსნა. იქნებ, რაღაც ისეთი დავინახე, რაც ჯერ შენ არ გინახავს.

კარგით, მოკლედ დედაჩემმა მიგვატოვა როცა მე ვიყავი 20 წლის, ჩემი ძმა კი 12 დაახლობით. კარგით ხო, ვიცი რომ ბევრი მიუტოვებიათ. მაგრამ ნუ მოკლედ სხვა ადამიანის გამო დაგვტოვა. ვიზრდებოდი მამასთან, ბებიასთან და ძმასთან. არ ვარ საერთოდ შესაცოდი, ძალიან მანებივრებენენ. რაც შეეძლოთ მაძლევდნენ. არც მშიერი ვიყავი, არც ტანსაცმელი მქონდა ცოტა, სწავლის შესაძლებლობაც მქონდა და ყველაფერი. არაა ეს ბანალური საცოდავი ბავშვის ისტორია. რაღა ბავშვი 20 წლის ვარ.

მოკლედ გავიდა დრო და მომინდა ისევ დედასთან ხშირი კონტაქტი, გარშემო ყველა ლანძღავდა. მეზობლები, ნათესავები. მამა, ბებია.. ჩუმად დავიწყე დედის ნახვა, მერე ვამბობდი, რომ იმიტომ  ვნახულობ, რომ კომპენსაციის სახით ფულს მაძლევსთქო…. სინამდვილეში, ამას იმიტომ ჩავდიოდი, რომ მე და დედას გვიყვარდა ჩამოჯდომა საღამოობით და ბევრ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ თემაზე საუბარი. მეუბნებოდა რომ მერე რა, რომ დამტოვა მე გამორჩეული ვარ და განსაკუთრებული ვარ და რაღაც დიდი მელის წინ.  რა უცნაურია ესე ჯერ არავინ უთქვამს.! ან თუ მეუბნებოდნენ , დედა სხვანაირად მეუბნება. თუნდაც დედა, რომელმაც დაგვტოვა. რატომ აქვს ესეთი აუხსნელი ძალა დედის სიტყვებს?!

ოჰ, იქიდან რომ მოვდიოდი მეგონა ყველაზე მაგარი გოგო ვიყავი ! მეთქი, მე ის გმირი ვარ დედა. რომ მიატოვებს და ბოლოს დიდი ადამიანები ხდებიან. ჰაჰა კი სასაცილოა, მაგრაამ უცნაური და ამავდროულად, მაგარი შეგრძნებაა. ალბათ,  რაღაც ძალა დაჰყვებათ თან დედობრივი, არ ვიცი რაც შეუძლებელს გაძლებინებს, დავდიოდი დედას სანახავად, მატერიალური მიზეზების მომიზეზებით. არადა არაფერს მაძლევდა 3 სიტყვის გარდა, შენ გამორჩეული გოგო ხარ. ნუ გეშინია, ყველაფერი გამოგივა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორი დედაც არ უნდა გყავდეს, ყველა დედა დედაა. მათ უცნაური ზემოქმედების უნარი აქვთ შენზე. არასდროს განიკითხო ვინმე  და უბრალოდ ეცადე ყველაში დაინახო რაღაც კარგი. თუნდაც მათ შეცდომა დაუშვან.

არაუშავს თუ დამტოვე.

მე შენთვის მიპატიებია და მადლობა რომ შთამაგონე.

ვუძღვნი ყველა დედას.

სოფო პეტროვა