“და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი” – დღე მეექვსე – ბიბლია (წიგნი შექმნისა)
მას შემდეგ არსებობს ერთი სახლი, სადაც ყველა არსება ერთად ცხოვრობს და მას დედამიწა ჰქვია. სახლში წამყვანი როლი ადამიანებს უჭირავთ და ისინი განსაზღვრავენ ყველაფერს, რაც იქ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. ადამიანის ბუნება – გონიერი და უგუნური, ჭკვიანი და სულელი, კეთილი და ბოროტი, პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო, წინდახედული და წინდაუხედავი… მისი ბუნების დადებით მხარეს, ამ სახლში, ცხოვრება მუდამ პროგრესისაკენ მიჰყავდა, თუმცა ზოგჯერ უარყოფითი მხარე პროგრესს აფერხებდა და მომავალს უკონტროლოსა და არასაიმედოს ხდიდა.
ზოგი ადამიანი ცხოვრების რიტმს მისდევდა, ზოგიც ასწრებდა, ფაქტია,რომ ცხოვრება წინ მიიწევდა – სახლი კი თავის ადგილზე რჩებოდა და ერთგულად ემსახურებოდა იქ მცხოვრებთ.თუმცა ცხოვრების რიტმისგან დაქანცულს საძირკველი ერყეოდა, რესურსები ეწურებოდა,ბზარები უჩნდებოდა, მაგრამ ამას ყურადღებას ცოტა, თუ აქცევდა. ეს ყველამ იცოდა, თუმცა ყველა დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც უშველიდა ამ საქმეს. ვიღაც ბრაზდებოდა იმის გაანალიზებით, რომ ეს არც ისე კარგ შედეგს მოიტანდა. და ყოველთვის ყველაფერი იმით სრულდებოდა, რომ ყველა ადანაშაულებდა სხვას , როცა არავინ აკეთებდა საქმეს, რომელიც ყველას უნდა გაეკეთებინა. ფაქტი კი ფაქტად რჩებოდა: სახლის მდგომარეობა, რომელშიც ყველა ცხოვრობდა ყველა არსებაზე ახდენდა გავლენას…
შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმი სახლი/HOME (2009) სწორედ ამ “სახლის” დღევანდელი მდგომარეობის შესახებ მოგვითხრობს:
“მომისმინე, გთხოვ. შენც ჩემნაირი ხარ, ჰომო საპიენსი – ჭკვიანი არსება. სიცოცხლე სასწაულია… ადამიანები მხოლოდ 200 000 წლის წინ გავჩნდით, თუმცა უკვე მოვახერხეთ დაგვერღვია ბალანსი, რომელიც სიცოცხლისათვის ესოდენ მნიშვნელოვანია. ყურადღებით მოუსმინე ამ არაჩვეულებრივ ისტორიას , რომელიც შენ გეკუთვნის და გადაწყვიტე რისი გაკეთება გსურს…”