Skip to content

სამახსოვრო გამონათქვამები ფილმიდან "ბედნიერების დევნაში" (2006წ)

ქრისტოფერ გარდნერი: მახსოვს ერთხელ დავფიქრდი, თუ რატომ წერს თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომ ადამიანს აქვს სამი ხელშეუხებელი უფლება: სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების დევნის. და მაშინ გავიფიქრე, თუ როგორ მიხვდა იგი და მოახერხა დაეწერა ბედნიერების დევნა ჩვენს უფლებებში. მართლაც შეიძლება ბედნიერება ისეთი რამეა, რასაც შეიძლება მხოლოდ სდიო და არასოდეს გქონდეს იგი…
ქრისტოფერ გარდნერი : იცი 28 წლის ვიყავი , როდესაც პირველად ვნახე მამაჩემი. გულდაწყვეტილმა გონებაში ღრმად ჩავიბეჭდე და ჩემს თავს შევფიცე, რომ თუ ოდესმე შვილები მეყოლებოდა მათ აუცილებლად ეცოდინებოდათ, თუ ვინ იყო მათი მამა.
ქრისტოფერ გარდნერი : შვილო არავის არასოდეს მისცე ნება გითხრას, რომ რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია. თვით მეც კი. კარგი?
გაქვს ოცნება? მიდი აისრულე ! თუ ადამიანებს თვითონ არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება შენც გეტყვიან, რომ არც შენ შეგიძლია. გსურს რაიმე, მიდი იბრძოლე მისთვის !
ქრისტოფერი (შვილი):  მამა გინდა ერთი სასაცილო ამბავი მოგიყვე?
ერთი კაცი შუა ზღვაში იძირებოდა და ნავით კაცმა გამოიარა და უთხრა მოდი დაგეხმარებიო. კაცმა უარი უთხრა ღმერთი მიშველისო. მეორედაც გამოირა სხვა ნავმა და მანაც დახმარება შესთავაზა. კაცმა კვლავ იუარა, ღმერთის იმედი მაქვს იგი მიშველისო.
კაცი ჩაიძირა და გარდაიცვალა. სამოთხეში მისულმა კაცმა ღმერთს შესჩივლა: მე შენი იმედი მქონდა და რატომ არ დამეხმარეო?!  ღმერთმა უპასუხა :
 ვიცი,ჩემი იმედი,რომ გქონდა.აბა ის ორი ნავი რისთვის გამოვგზავნეო.
სტაჟირების ხელმძღვანელი: მაპატიეთ, მაგრამ მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი გაცვიათ
ქრისტოფერ გარდნერი : ვიცი, გმადლობთ…
ქრისტოფერი( შვილი): მამა,ახლა სად წავალთ?
ქრისტოფერ გარდნერი : არ ვიცი, შვილო…
გამსაუბრებელი: წარმოიდგინეთ, რომ თვენთან გასაუბრებაზე მოდის ადამიანი, რომელსაც პერანგი არ აცვია. დაიქირავებდით მას? რა ეტყოდით?
ქრისტოფერ გარდნერი: ვეტყოდი, რომ იმედია სახლში მაინც აქვს კარგი ტანსაცმელი.
ქრისტოფერ გარდნერი: და ჩემი სიცოცხლის ამ ნაწილს, ჩემი ცხოვრების ამ ნაწილს,  ვუწოდებ ბედნიერებას …