Skip to content

3 რამ, რაც თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ვისწავლე

წარმოიდგინეთ დიდი აფეთქება,როცა ზღვის დონიდან 3000 ფუტის სიმაღლეზე ხართ, კვამლით სავსე თვითმფრინავი და ძრავი რომელიც საშინელ ხმებს გამოსცემს. შემაძრწუნებელია,არა? ამ დღეს გამორჩეულ 1D სავარძელში ვიჯექი და მქონდა პატივი ვყოფილიყავი ერთადერთი,ვისაც ბორტგამცილებლებთან შეეძლო საუბარი.როგორც კი გვერდზე გავიხედე , მითხრეს: “პრობლემა არაა. ალბათ ფრინველების გუნდს შეეჯახა”.პილოტმა უკვე შემოაბრუნა თვითმფრინავი, რადგანაც არც ისე შორს ვიყავით.უკვე შეგეძლოთ მანჰეტენიც დაგენახათ. 2 წუთის შემდეგ,ერთდროულად სამი რამ მოხდა:პილოტი თვითმფრინავს მდინარე ჰადსონს უსწორებს,რასაკვირველია თვითმფრინავები ამ გზას არ ირჩევენ, აქრობს ძრავს და ახლა წარმოიდგინეთ,რომ თვითფრინავში სრული სიჩუმეა და ამბობს ორ სიტყვას – ორ ყველაზე უემოციო სიტყვას,რაც კი ოდესმე მსმენია: „მოემზადეთ დაცემისათვის“.
ამის შემდეგ ბორტგამცილებელთან აღარ მისაუბრია.თვალებში ეტყობოდა,რომ საშინელ პანიკაში იყო, თითქოსდა ცხოვრება უკვე დასრულდა.
ახლა კი მსურს გაგიზიაროთ 3 რამ,რაც ამ დღეს საკუთარი თავის შესახებ ვისწავლე. ვისწავლე,რომ შეიძლება ყველაფერი წამიერად შეიცვალოს.ყველას გვაქვს საკუთარი სურვილების ჩამონათვალი, გვაქვს განსაზღვრული,თუ რისი გაკეთება გვსურს ცხოვრებაში. ამ წამს დავფიქრდი ადამიანებზე,რომელთანაც ურთიერთობა მინდოდა და არ დავიწყე,ღობეებზე,რომელთა შეკეთებაც მსურდა, იმაზე,რაც მსურდა გამომეცადა, მაგრამ არასოდეს მიცდია.და როცა ამაზე ვფიქრობდი, მივედი ფრაზამდე: “ფუჭად ვაგროვებდი ღვინოებს.”დღეს ვიცი, რომ თუ ღვინო დამდგარია და ადამიანიც იქ არის, მე ვხსნი მას. დღეს აღარ მსურს რაიმე გადავდო ცხოვრებაში. ამ აზრმა და მიზანმა მნიშნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
მეორე, რაც ამ დღეს ვისწავლე: როდესაც ვაშინგტონის ხიდს ავცდით,რომელიც არც თუ ისე უსაფრთხო მანძილით იყო დაშორებული ჩვენგან, დავფიქრდი და ერთ რამეზე ვინანე.კარგი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ჩემებურად, ჩემი ადამიანობითა და შეცდომებით. ყოველთვის ვცდილობდი კარგად მეკეთებინა ის,რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ჩემს ადამიანობაში, საკუთარ ეგოსაც მივეცი ჩარევის უფლება.ვნანობდი დროს,რომელიც ფუჭად გავფლანგე საგნებზე,რომლებსაც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,როცა შემეძლო ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის დამეთმო იგი.ვფიქრობდი ურთიერთობებზე ჩემს მეუღლესთან, მეგობრებთან,ადამიანებთან.მოგვიანებით,როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, გადავწყვიტე მომეშორებინა ნეგატიური ენერგია ჩემი ცხოვრებიდან. ეს სრულყოფილი გზა არაა, მაგრამ ასე სჯობს.2 წელია,რაც ცოლთან არ მიჩხუბია. მშვენიერია.აღარ ვცდილობ მუდამ მართალი გამოვიდე – ვარჩევ ბედნიერი ვიყო.
და მესამე რამ,რაც ვისწავლე – ეს იყო მაშინ როცა შენი მენტალური საათი იწყებს ათვლას „15,14,13.“ და ხედავ, როგორ გიახლოვდება წყალი. ვამბობ : „გთხოვ აფეთქდი“,თუმცა არ მსურს ყველაფერი 20 ნაწილად დაიმსხვრეს,როგორც ეს დოკუმენტურ ფილმებში ხდება.და როდესაც ძირს ვეშვები ასეთი შეგრძნება მეუფლება : „ვაუ, სიკვდილი არც ისე საშიშია.“ თითქოსდა მთელი ცხოვრება ამისთვის ვემზადებით, თუმცა ძალიან სამწუხაროა.არ მსურს ამ ქვეყნიდან წასვლა, მე მიყვარს ჩემი ცხოვრება.. და ეს გრძნობა ერთ ფიქრად ჩამოყალიბდა, ერთ სურვილად,რომელიც გამიჩნდა – მსურდა მენახა,როგორ იზრდებოდნენ ჩემი ბავშვები.დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ჩემი ქალიშვილის გამოსვლას ვუყურებდი, პირველკლასელია და ჯერჯერობით, არც თუ ისე კარგი მსახიობური ნიჭით გამოირჩევა,პატარა ბავშვივით ვტიროდი და არც კი მიკვრიდა რატომ.ამ ორი წერტილის შეერთებით გავაანალიზე,რომ იყო კარგი მამა ერთადერთი რამეა,რასაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ცხოვრებაში.დღეს ეს ყველაზე პრიორიტეტული მიზანია,რაც კი ცხოვრებაში მქონია.
იმ დღეს სამყარომ საოცარი საჩუქარი გამიკეთა და სასწაულებრივად გადავრჩი სიკვდილს. კიდევ ერთი საჩუქარი მომეცა ამ დღეს – მომავალში გავიხედე, უკან დავბრუნდი და განსხვავებულად ცხოვრება ვისწავლე.. დღეს მსურს თქვენც წარმოიდგინოთ,რომ თქვენს თვითმფრინავსაც იგივე ემართება, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ წარმოიდგინეთ და დაფიქრდით როგორ შეიცვლებოდით?რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?რას გააკეთებდით მათგან, რასაც ჯერჯერობით არ ჩქარობთ იმ მიზეზით,რადგან გგონიათ,რომ სულ აქ იქნებით? როგორ შეცვლიდით თქვენს ურთიერთობებს და მასში არსებულ ნეგატიურ ენერგიას? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ხართ ისეთი კარგი მშობელი,როგორიც შეგიძლიათ იყოთ?
ავტორი: რიკ ელიასი; თარგმანი: თემო ბერიშვილი;