საიდან იწყება სიყვარული? მოწონებით… და რა არის მოწონება?
ზოგი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ყურადღება ექცევა გარეგნობას, ზოგიც ამბობს, რომ გარეგნობა მეორე ეტაპზე დგას და პირველ ეტაპზე ადამიანის შინგანი სამყაროა, მისი სულის სილამაზე.
დავეთანხმები იმათ, რომლებიც ამბობენ, რომ გარეგნობაა ჯერ… თუ ადამიანთან რაღაც გარკვეული დროით მაინც არ გაქვს ურთიერთობა, მისი სულიერი სამყარო ნაკლებაა გახსნილი შენთვის. როცა ადამიანს პირველად ხედავ, აფასებ გარეგნობით. ჯერ თვალი ხედავს, გაზომავს და თუ წარიტაცა შენი მხედველობა, ე.ი. მასში რაღაცამ დაგატყვევა. ამის შემდეგ გიჩნდება სურვილი, დააგემოვნო ანუ შეიჭრა მის სულიერ სამყაროში და ყოველივე საკუტარი საზომით გაზომო და აწონ-დაწონო.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მეორე ნაწილის აზრიც მართებულია, ოღონდ, ეს უკვე შეჩვევაა. სხვათა აზრით, მოწონება იბადება მაშინ, როცა მოგწონს მისი შინაგნი “მე”. ვფიქრობ, ეს უფრო ჩაკეტილ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც თავიანთ გრძნობებს ვერ ააშკარავებენ. ისინი მისადმი თანაგრძნობას სხვაში ეძებენ, ვერ ეხსნებინ ყველას და ამიტომ თავისთანამოაზრეს თავისსავე ახლო წრეში ეძებს, იმათში, რომლებსაც უკვე კარგად იცნობს. როცა ნახავს მისნაირს, მას მიეკედლება და უიმისობა უკვე აღარ ძალუძს. მისი შინაგანი სამყარო უყვარდება და აქედან გამომდინარე, მომხიბლველად წარმოუჩნდება მისი გარეგანი მხარეც.
ახლა დავუბრუნდეთ პირველ მოსაზრებას და დავსვათ კითხვა: მაინც რა მოსწონს ადამიანს მეორე ადამიანში? რა იზიდავს მას ისე, რომ პირველივე შეხვედრისთანავე ატყვევებს? ცალკეული ნაკვთები თუ მათი ჰარმონია? ვფიქრობ არც ერთი.
ადამიანმა რომ თვალები დახუჭოს, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს გარეგნულად, შეიძლება დაგატყვევოს? (ვნებას არ ვგულისხმობ.) მეეჭვება თვალდახუჭული ადამიანი ვინმეს მოეწონოს. ვფიქრობ, რომ თვალებია ის ძალა, რომლებიც ადამიანებს ატყვევებენ. და მაინც რა არის თვალები? მხოლოდ ფერები და ლამაზი მოხატულობა? არა, თვალები სულის სარკეა, ისევ შინაგანი სამყაროს ანარეკლია… და აი, ისევ დავბრუნდით დასაწყისში… გამოდის, რომ პირველ ეტაპზე ისევ სულიერი სამყარო დგება…
გამომგზავნი/ავტორი: მარინე ბანცური