Skip to content

რონალდ რეიგანის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. მე შევამჩნიე, რომ აბორტის მომხრეები ის ადამიანები არიან, რომელთაც უკვე მოასწრეს დაბადება.

2. ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები ასეთია: მე მთავრობიდან ვარ და ნება მომეცით დაგეხმაროთ.

3. პრობლემა იმაში კი არაა, რომ ხალხი მცირე გადასახადებს იხდის, არამედ იმაში, რომ მთავრობა ხარჯავს ბევრს.

4. ჩვენ არასოდეს დავმარცხდებით თუ ხელს არ ავიღებთ ღმერთზე.

5. ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა. მე კი დავასკვენი, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველთან.

6 აუცილებელი არაა, დიდი ლიდერი ეწოდოს ადამიანს, რომელიც დიად საქმეებს სჩადის. ეს ადამიანია, რომელიც ადამიანებს დიადი საქმეების კეთებას შთააგონებს.

7. იცხოვრეთ მარტივად, გიყვარდეთ ღრმად, იზრუნეთ წრფელად, კეთილად ისაუბრეთ – ყველაფერი დანარჩენი კი ღმერთს მიანდეთ.

8. არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.

9. ვის შეიძლება ეწოდოს კომუნისტი? კარგით, კომუნისტი შეიძლება ეწოდეს ვინმეს, რომელიც მარქსს და ლენინს კითხულობს. და ვის შეიძლება ეწოდოს ანტი-კომუნისტი? მათ, ვინც კითხულობს და გებულობს მარქსს და ლენინს.

10. ბიბლიის ფურცლები იტევს ყველა იმ კითხვაზე პასუხს, რომელთაც ადამიანები ხვდებიან.