Skip to content

როკის ბალბოას ცხოვრებისეული დარიგება შვილს

შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ადრე ხელის გულზე ეტეოდი. მე კი ხელში ამყავდი, რათა დედაშენისთვის მეთქვა:

„ეს ბავშვი მსოფლიოში საუკეთესო იქნება. საუკეთესო მათ შორის, ვისაც ოდესმე ვიცნობდი.“ შენ მართლაც კარგი და მშვენიერი ადამიანი გახდი. დიდი სიამოვნება და პრივილეგია იყო ყოველდღიურად შენი ყურება. შემდეგ ის დროც დადგა, როცა საკუთარი ცხოვრება უნდა დაგეწყო და ასეც მოიქეცი. მაგრამ ამ გზაზე, შენ შეიცვალე – საკუთარი თავი დაკარგე. შენ ადამიანებს უფლება მიეცი, სახეზე თითი დაედოთ და ეთქვათ, რომ კარგი არ ხარ. და როცა დაბრკოლებები შეგხვდა სხვების დადანაშაულება დაიწყე.

ნება მომეცი გითხრა ის, რაც უკვე იცი. სამყარო მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არ არის. ის უფერული და საზიზღარი ადგილია. არა აქვს მნიშვნელობა როგორი მაგარი ხარ,ის წაგაჩოქებს და ასეც დაგტოვებს, თუ ნებას მისცემ. არც შენ, არც მე და არც სხვა ვინმეს არ შეგვიძლია მასსავით ძლიერ დარტყმა. თუმცა საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძლიერად არტყამ, არამედ იმაში, თუ როგორ იღებ დარტყმებს და განაგრძნობ წინსვლას. რამდენ დარტმას მიიღებ და გზას განაგრძნობ. ასე ყალიბდება გამარჯვება!

და იცი რისი ღირსი ხარ, წადი და მიიღე, რაც გერგება. მაგრამ უნდა მზად იყო დარტყმებისთვის და თითები არ უნდა გაიშვირო იმის თქმით, რომ რაღაც არ გამოგივიდა, იმის, ამის ან საერთოდ ვინმეს გამო.

მხოლოდ მხდალები იქცევიან ასე, შენ კი მათზე უკეთესი ხარ!

მე ყოველთვის მეყვარები, მიუხედავად ყველაფრისა. არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდება. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი. შენ საუკეთესო რამ ხარ ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ვიდრე საკუთარი თავის რწმენა არ გექნება, ცხოვრებაც არ გექნება..

თარგმანი: 4motivi.com