Skip to content

როდის შეიძლება აღმოფხვრა ცუდი თვისებები?

ერთმა მდიდარმა კაცმა თავისი ახალგაზრდა შვილი ბრძენთან მიიყვანა და უთხრა:

– უამრავი ცუდი თვისება ახასიათებს და ვერაფერი ვერ გაგვიწყვია… გთხოვთ როგორმე დაგვეხმაროთ და შთააგონოთ რაიმე…

ბრძენმა ახალგაზრდა ბიჭი თავის ბაღში გაიყვანა და იქ ესაუბრებოდა. სეირნობისას ბრძენმა ბიჭს სთხოვა, რომ ახლადდარგული ხის ნერგები ამოეძრო მიწიდან. ბიჭმა მოჰკიდა ერთ–ერთ ნერგს ხელი და უპრობლემოდ ამოიღო იგი.

შემდეგ ბრძენმა ბიჭს საშუალო სიმაღლის ხეზე მიუთითა და სთხოვა ისიც ამოეღო მიწიდან. ბიჭი ბევრს ეცადა, თუმცა ამჯერად  არაფერი გამოუვიდა.

– ეს შეუძლებელია – უთხრა ბრძენს გაწბილებულმა ბიჭმა.

იმედგაცუებულ და  დაფიქრებულ ბიჭს ბრძენმა ღიმილით მიუგო:

– იგივე შეიძლება ითქვას შენს ცუდ თვისებებზეც… როდესაც ახალგაზრდა ხარ ადვილია მათი აღმოფხვრა, თუმცა რაც უფრო ასაკში შედიხარ ეს თვისებები მით უფრო ღრმად იდგამენ შენში ფესვებს და მათი აღმოფხვრა თითქმის შეუძლებელი ხდება…