Skip to content

როგორ მოვიპოვოთ მეგობრები

ხშირად ვართ დღეს ადამიანები ახალ-ახალ სიტუაციებში. ბუნებრივია , რომ ჩვენს გარშემო მუდმივად გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები. იმ ადამიანების მიმართ , რომლებიც ჩვენს კეთილგანწყობას იმსახურებენ , გვიჩნდება სურვილი რომ დავუახლოვდეთ , დავუმეგობრდეთ. ეს არც ისე მარტივია , თუმცა თუ დააკვირდები იმ ფაქტებს, თუ როგორ დაიმსახურა იმ ადამიანმა შენი კეთილგანწყობა და შეეცდები იგივენაირად იმოქმედო, არ გაგიჭირდება. სახეზე ღიმილი , თბილი მისალმება , მოკითხვა, ანგარიშის გაწევა , მოთმენა , სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა და სხვა უამრავი რამის მეშვეობით შეგვიძლია მოვიპოვოთ მეგობარი . ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ ამაზე კარნეგი თავის წიგნ : „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანებზე“ ბევრს წერს. ჩემი აზრით , მთავარი ის კი არ არის რაიმეს მიაღწიო , არამედ მთავარია მიღწეული შეინარჩუნო . მთავარი ის კი არაა ადამიანის ნდობა მოიპოვო და მეგობრად გაიხადო , არამედ როცა დაუმეგობრდები მერე როგორ შეინარჩუნებ მეგობრობასა და მის ნდობას .

სამწუხაროა ის ფაქტი რომ დღეს ხშირია როდესაც მეგობების მოპოვება მიზნად გვექცევა ხოლმე , მივაღწევთ მიზანს და ვჩრდებით. იკლებს ყურადღება , იკლებს გამოხატული სიყვარული, იკლებს მოთბინება ურთიერთობაში . აქამდე თუ სულ ფიქრობდი მას რა ესიამოვნებოდა ( და ეს არის მთავარი მეგობორობაში , ჩემი აზრით , მას რა მოსწონს და რა გაუხარდება და არა მე . ფვიქრობ მეგობრობა „მე ასე მინდას“ ცნებას არ შეიცავს ) ახლა პირიქით შენს თვზე ხარ ორიენტირებული და ცდილობ მეგობარი გამოიყენო იმის გასაკეთებლად რაც შენ გაგაბედნიერებს . ხშირად ხდება რომ ჩვენ უახლოეს ადამიანებს ვტკენთ გულს , ახალ გაცნობილ ადამიანს კი არაფერს ისეთს გავუბედავთ რომ არ ესიამოვნოს . ხშირია ადამიანები რომლებიც ოჯახის წევრების მიმართ არ გამოხატავენ პატივისცემას სიყვარულს თუმცა გარეთ ზუსტად ისეთები ხდებიან როგორებიც ალბათ მოეწონება სხვებს . რატომ ? ვფიქრობ, მშობლები და დედმამიშვილები ადამიანს თავისთავად ყავს მოპოვებული , ასეა თუ ისეა ისინი უკვე მისი ნათესავები არიან და მათი დაკარგვის შანსი მცირეა . ადამიანი რომ არ დაკარგო მუდმივად უნდა ცდილობდე შენი და მისი ურთიერთობაზე ზრუნვას სითბოსა და სიყვარულს . თუმცა რატომ დახარჯოს ენერგია და რატომ იზრუნოს მისი მეგობრების პატივისცემაზე როცა ისინი ისედაც გახდნენ მისი მეგობრები .

ასეთ ადამიანს ჰგონია რომ მეგობრობა სიარულივითაა , ერთხელ თუ მიაღწევ უკვე აღარსად გაექცევა , თუმცა ეს ასე არ არის . მეგობობას კვება ჭირდება ყოველდღიური და მუდმივი . მეგობრები რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ მუდმივად გონიათ რომ საუკეთესო მეგობრობა აქვთ თუმცა რამდენიმე ხნის მერე ხვდებიან რომ ამ წუთას უფრო კარგი მეგბორები არიან ვიდრე მაშინ , იმიტომ რომ მათი მეგობრობა მათი კავშირი ვითარდება. ვფიქრობ მზრუნველობა შობს და ავითარებს სიყვარულს. სიყვარულია თუ არ გინდა დაკარგვა რამის. ბავშობაში ასანთის ჩხირებით ვაშენებდი ქოხს რაც უფრო ვზრუნავდი მასზე მით უფრო მწყინდა მისი დანგრევა მისი დაკარგვა ანუ რაც უფრო მეტად ვზრუნავდი მასზე მით უფრო მეტად მიყვარდებოდა მე ჩემი ნამუშევარი . მეგობრების მოპოვება ადვილია შენარჩუნება ძნელი . მეგობრობა იკარგება !!!

ჩვენ თუ შევცდით და მეგობრობის მოპოვებაზე გავაკეთეთ აქცენტი , კი მუდმივად მოვიპოვებთ მათ თუმცა რამდენსაც ახალს მოვიპოვებთ იმდენი ძველი მეგობარი დაგვეკარგება . მთავარი ხომ რაოდენობა არაა , მთავარი ხარისხია . გვიყვარდეს ჩვენი მეგობრები , მუდამ ვფიქრობდეთ რა შემიძლია მე გავაკეთო ისეთი რომ გავახარო ის . ხშირად ყველა ვართ ცუდ ხასიათზე და ჯავვრს მეგობრებზე ვიყრით ხოლმე , ასე რომ საჭიროა მოთბენა , გაგება და მის მდგომარეობაში თავის წარმოდგენა .

ჩემი სტატიის სათაურია „ როგორ მოვიპოვოთ მეგობრები“ თუმცა მე ვფიქრობ სურვილი ბევრი მეგობრების მოპოვებისას ჯობია სურვილი როგორ გვიყვარდეს, როგორ ვინარჩუნებდეთ , როგორ ვუკეთებდეთ სიკეთეს მეგობრებს. თუ ჩვენ გულწრფელნი ვიქნებით ჩვენ მეგობრებთან და სწორად მოვექცევით მათ , ჩვენ აღარ დაგვჭირდება ძებნა მეგბრებისა , ეს ყველაფერი თავისით მოხდება . მეგობარობა ისეთი რამაა ეს თავისთავად ხდება , იყავი ისეთი როგორიც ხარ ( დღეისათვის უკვე ბანალური ფრაზა თუმცა … ) და გეყოლება ბევრი მეგობარი თუნდაც ცუდი იყო მთვარია რომ გულწრფელი ხარ და ადამიანში ფასობს გულწრფელობა , და არა ძალით ისეთი მოქცევა რაც შემდეგში მეგობრებს გაგვაჩენინებს . საუბარი იმაზე რომ მეგობრობა უანგარობას ნიშნავს , უანგაროდ სიკეთის გაცემას , ალბათ ზედმეტია . თუმცა სამწუხაროა რომ დღეს არეულია სიტყვები მეგობრობა და გამოყენება .

ავტორი: თაზო ჭარელაშვილი