Skip to content

როგორ გავაქროთ უმუშევრობა ერთ დღეში

ავტორი: უოლტერ ბლოკი(ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი)
თარგმანი და რედაქტირება: გივი კუპტაძე (ეკონომიკის მკვლევარი)

როგორ შეიძლება გავაქროთ უმუშევრობა ერთ დღეში? მოკლე პასუხი არის შემდეგი, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც უმეშევრობას გახდის არალეგალურს, რისთვისაც სასჯელი იქნება სიკვდილით დასჯა. ეს შეამცირებს უმუშევრობას ნულამდე, შემიძლია დავიფიცო, რომ არა ერთ დღეში, არამედ ერთ წამში. ვინ მოისურვებს გამოაცხადოს საკუთარი თავი უმუშევრად ასეთი ლეგალური რეჟიმის დროს? მე არა, მე არა.

givi
ეკონომიკის მკვლევარი – გივი კუპატაძე
პოლიტიკურად უფრო რელევანტური შეკითხვა არის, რატომ არის ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა ყველაზე მნიშვნელოვანი? ეს ხდება იმიტომ, რომ ვცხოვრობთ შეზღუდულობის მსოფლიოში: უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების მიღება გვსურს, ვიდრე ხელმისაწვდომია ჩვენთვის. თუ ვიცხოვრებდით ედემის ბაღში, სადაც ჩვენთვის ნელ-ნელა ჩამოცვივდებოდა რაღაცეები, ყველაფერი რაც ჩვენს გულებს მოესურვებოდა, მაშინ არ იქნებოდა მუშაობის ან დასაქმების არანაირი საჭიროება. სამწუხაროდ, თუ გვსურს გვქონდეს უფრო მეტი საქონელი ან მომსახურება ვიდრე ხელმისაწვდომია, მაშინ უნდა ვიმუშაოთ, რომ შევქმნათ ისინი.(ეს და სხვა ასეთი მოსაზრებები დაფუძნებულია ჩემს წიგნზე: შრომის ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის პერსპექტივიდან: დაუსაქმებელის დასაქმება “employing unemployable”).
მაგრამ, რატომ სამუშაო ადგილები? რატომ არ ვშრომობთ თითოეული საკუთარი თავისათვის? ან სინდიკალისტურ თემებში? ეს არის ჩვენი „პროგრესული“ მემარცხენე ლიბერალი მეგობრების მიზანი. იმიტომ, რომ მეწარმე, რომელიც წარმოადგენს ყველა ხარჯის დაფარვის შემდეგ დარჩენილშემოსავალზე მთავარ უფლებამოსილ პირს „residual-income claimant“ აკეთებს სამ რამეს, რასაც ძალიან ღირებულია მშრომელებისათვის. პირველი, ისინი იღებენ რისკს. თუ პროდუქტი, რომელიც მშრომელთა კოოპერატივების მიერ იქნება წარმოებული არ გაიყიდა, მაშინ ჩათვლიან, რომ მათ ბედმა არ გაუღიმა. ამის საპირისპიროდ, თუ მშრომელის მიერ კაპიტალისტისათვის წარმოებული პროდუქცია არ მიიღო მომხმარებელმა, კაპიტალისტი ვერ მივა მშრომელებთან და იმ ხელფასის უკან დაბრუნებას ვერ მოსთხოვს, რაც უკვე გადაუხადა მათ. მეორე, ყველაზე გაკრიტიკებული ბიზნესმენი სთავაზობს დროს, კაპიტალური საქონლის ფორმით. თუ ასი მშრომელი გაერთიანდება სინდიკალისტურ სარისკო საწარმოში და პროდუქტი საბოლოო დამუშავების პროცესს ვერ გაივლის ერთი წლის განმავლობაში, მაშინ მათ უნდა გამოკვებონ და შემოსონ ერთმანეთი მთელი ამ დროის განმავლობაში. ასევე, მათ უნდა გააჩნდეთ საკმარისი დანაზოგები ტექნოლოგიის, საწარმოო მასალებისა და საბოლოო გაყიდვის განხორციელებისათვის აუცილებელი მარკეტინგული მომსახურების შესაძენად. ამის საპირისპიროდ, მეწარმე უზრუნველყოფს მშრომელებს ამ ყველაფრით, ხოლო მშრომელები ხშირად არ აფასებენ ამ ძალისხმევას თავიანთი გადმოსახედიდან (არც მეწარმის გადმოსახედიდან). მესამე, ბიზნესის მფობელი თავის თავზე იღებს ლიდერობას მთლიანი საწარმოს შექმნის პროცესში.
რა განსაზღვრავს ჯოლდოს მოცულობას შრომის ბაზარზე? ერთ სიტყვაში თუ ვიტყვით ესაა პროდუქტიულობა. თუ ადამიანს შეუძლია შექმნას 15 $-ის ღირებულება ერთ საათში, მისი ხელფასის რაოდენობა ამ ღირებულების შესაბამისი კომპენსაციის იქნება. თუ ვიტყვით, რომ თავიდან მისი ხელფასი შეადგენს 8 $-ს, მაშინ დმასაქმებელი მისი შრომის ხარჯზე გამოიმუშავებს 7 $-ს. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ამ მშრომელს შეუძლია თანაბრად პროდუქტიული იყოს სხვადასხვა ფირმებისათვის, მაშინ სხვა მეწარმე შესთავაზებს მას 8,01 %-ს. გამოჩნდება კიდევ სხვა მეწარმეც, რომელიც შესთავაზებს 8,02 %-ს. სად დასრულდება ეს პროცესი? იმ წერტილში, როდესაც ამ მშრომელის დაქირავებით დამატებით მოგებას ვერ მიიღებს ახალი დამქირავებელი. მეორე მხრივ, თუ მშრომელის ხელფასი იქნება იმაზე მაღალი ვიდრე ღირებულებას ქმნის, ვთქვათ 20 $-ი ერთ საათში, საწარმო, რომელიც მას დაიქირავებს გაკოტრდება. ასეთი მაღალი ხელფასის გადახდას დიდხანს ვერ შეძლებს საწარმო.
რატომ გვაქვს უმუშევრობა? ერთი უმთავრესი მიზეზი ხელფასების ისეთი განაკვეთების დაწესებაა, რომელიც აღემატება დასაქმებულის პროდუქტიულობას. მინიმალური ხელფასისა და პროფკავშირების კანონმდებლობა არის პასუხისმგებელი ასეთ სიტუაციაზე. უმუშევრობის სხვა მიზეზი არის უმუშევრობის დაზღვევა. რაც უფრო მეტს გდაიხდით რამისათვის, მით უფრო მეტი გექნებათ ის. თუ უმუშევრობის სუბსიდირებას მოახდენთ, მისი დონე გაიზრდება. რა თქმა უნდა, უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზია ფედერალური სარეზერვო სისტემა, რონ პოლის ფავორიტი ინსტიტუტი (რონ პოლი არის აშშ-ს ლიბერტარიანელი პრეზიდენტობის კანდიდატი – გივი კუპატაძის შენიშვნა). საპროცენტო განაკვეთის ხელოვნურად შემცირებით და ვირტუალურად ნულოვან დონეზე ჩამოყვანით, ცენტრალური ბანკი სტიმულს აძლევს მეწარმეებს მოახდინონ ინვესტიციები ისეთ სექტორში, რომელშიც საბოლოო პროდუქტის შექმნა ძალიან დიდ დროს მოითხოვს (ბინები, მანქანები, სამთო–გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვა). მაგრამ ასეთი პოლიტიკით ფედერალური სარეზერვო სისტემა ქმნის ინფლაციის საფრთხეს. საბოლოოდ ისინი აჩერებენ ასეთ გიჟურ პოლიტიკას ან ანელებენ მის ტემპს, რომ შეამცირონ მაღალი ინფლაცია, ან ჰიპერინფლაცია და ეკონომიკის რღვევა. ამ თვალსაზრისით, არასწორი ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდა ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შედეგად, ყოველთვის არამდგრადობით გამოირჩევა.
ასეთი პოლიტიკა ითხოვს ამ ინვესტიციების გადაგდებას, რასაც მოჰყვება უმუშევრობა. აგრეთვე ისეთი პროექტების განხორციელება, როგორებიცაა Community Reinvestment Act, Obamacare, Fannie, Freddie, HUD ( აღნიშნული პროექტები წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის მიერ განხორციელებულ ან მხარდაჭერილ და თანადაფინანსებულ პროექტებს უმუშევრობის შემცირებისა და სოციალური დაძაბულობის ფონის შემსუბუქების მიზნით – გივი კუპატაძის შენიშვნა), მუდმივად ცვალებადი რეგულაციები და საგადასახადო პოლიტიკა, კერძო საკუთრების უფლების მხარდაჭერის ნაკლებობა, ყველაფერი ეს თამაშობენ როლს უმუშევრობის შექმნაში.