Skip to content
ერთი კაცი ნიუ–იორკის ერთ–ერთ პარკში სეირნობს და მოულოდნელად ერთ პატარა გოგონას ხედავს, რომელსაც დიდი ძაღლი ესხმის თავს. კაცი ეშველება გოგონას და როცა ცარიელი ხელებით ვერაფერი აწყობს ჯიბის დანით კლავს გაავებულ ძაღლს და გოგონას სერიოზული ფიზიკური დაზიანებისაგან იხსნის.
ამ ყველაფრის შემდეგ, პოლიციელი, რომელიც ამ სცენას შორიდან აკვირდება მიდის მასთან და ეუბნება:
– ნამდვილი გმირი ხარ! ხვალ ალბათ ცნობილი ჟურნალ–გაზეთები შენზე სტატიებს დაწერენ:
“მამაცმა ნიუ–იორკელმა პატარა გოგონას სიცოცხლე იხსნა”.
– კი მაგრამ მე, რომ ნიუ–იორკიდან არ ვარ? – პასუხობს შემცბარი კაცი.
– ძალიან კარგი – იხტიბარს არ იტეხავს პოლიციელი. მაშინ დილით გაზეთებში ასეთი სახელწოდების სტატიას იხილავთ:
“მამაცმა ამერიკელმა პატარა ნიუ–იორკელი გოგონა სიკვდილისაგან იხსნა”.
– კი მაგრამ მე არც ამერიკელი ვარ ! – ამაყად პასუხობს კაცი.
– აბა საიდან ხართ? – კითხულობს იმედგაცრუებული პოლიციელი.
– საუდის არაბეთიდან – პასუხობს კაცი.
აჰააა, ეს კი შედარებით რთული საქმეა. მაშინ ხვალ დილით გაზეთებში ასეთი სათაურის სტატიას ვიხილავთ:
 
“ნიუ იორკის ერთ–ერთ პარკში არაბმა კამიკაძემ უდანაშაულო ძაღლი მოკლა”.