Skip to content

რევოლუციონერის წერილი შვილს – სიკვდილის წინ დაწერილი

“მივდივარ, შვილო , მე და იცოდე სამუდამოდ, ავასრულე კაცის დანიშნულება, როგორც შემეძლო, რისი საშუალებაც მომცა ბუნების ძალამ.სათხოვარი და ანდერძი მაქცს შენთან: კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით, კოცონივით, მზესავით ——- როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება, ისე. იმაზეც უნდა იფიქრო, შენ რომ ჩაქრები, წყვდიადმა არ დაისადგუროს ირგვლივ, ან შენ რომ ხარ, მაგ ერთ ფიორა ადგილზე, მაინც, სანამდე ანთიხარ, ისე უნდა ენთო, შვილო, რომ სხვაც აანთოს შენმა სიცოცხლემ და აღარ შეიქნება სიბნელე შენი წასვლის შემდეგ. ვიმედოვნებ, ასე იცხოვრებ და მივდივარ დამშვიდებული.

თვრამეტი წლისას წააკითხე ბიჭს ეს ბარათი…”

ნაწყვეტი რომანიდან „დათა თუთაშხია“