ადამიანის ბედნიერებისთვის თურმე სულ მცირე ყოფილა საჭირო.. ბედნიერი და მოსიყვარულე სახეები გარშემო, შეგრძნება რომ ვიღაცას უყვარხარ და სჭირდები..არ აქვს მნიშვნელობა საუკუნის ნახევარზე მეტი განვლე თუ მხოლოდ მეოცედი ნაწილი.. ცხოვრების ყველა გამოცდა ჩააბარე თუ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გაქვს გადადგმული..
როცა ხუთის ხარ.. გაქვს უამრავი კითხვა, რატომ,როგორ, რისთვის, საიდან..
ოცნებობ მტირალა თოჯინაზე, რომელიც მაღაზიაში ნახე, ლამაზ კაბაზე, აი ისეთზე წებოვან დასაკრობ პლაკატზე ბარბს რომ აცვია. გსიამოვნებს მთავარ როლში ყოფნა, იცი რომ ვიღაცისთვის ცხოვრების აზრი ხარ და თითქოს თავს დაცულად გრძნობ, უდარდელად , არაფერზე ფიქრობ..კბილები გძვრება, ყველა გამშვიდებს უკეთესი და უფრო ლამაზი ამოგივაო, შენ კი ჯიუტად გეშინია კბილის ამოღბის.. საწოლის ქვეშ შეძრომას და და დამალვასაც არ ერიდები, ძაფის ერთ ბოლოს კარებს აბამენ და მეორეს შენს კბილს, და ჰოპ კარები დაიკეტა, შენ კბილი აღარ გაქვს..:დ მერე წამოგივა „კურდღლის ორი დიდი კბილი“ და მერე სექტემბერი… დიდი თეთრი ბანტი თმაზე, შენხელა ჩანთა.. რომლის ტარების თავიც არ გაქვს და ყოველთვის დედა გიტარეებს, თუმცა ერთი სული გაქვს შენით ატარო, თითქოს დიდი განძი იყოს.. (დადგება დრო, როცა ინატრებ რომ ვინმემ გიტაროს )
სკოლა, მეორე სკოლა, მერე მესამე სკოლა და 12 წელი სკოლა..! ალგებრა- გეომეტრია, სინუსები და კოსინუსები, თოფურიას ამოცანები ( რაც მე ყოველთვის მიყვარდა )საყვარელი მასწავლებელი, შატალო რომელიც ჩაგაშხამეს.. იმდენი ჯარიმა მოგცეს წერისგან ხელები დაგისივდა და ას ფურცლიანი რვეული გაავსე.. მაგრამ ყოველთვის გაგახსენდება ზუსტად ეგ შატალო და ეგ ჯარიმა! გამოცდები, პასუხისმგებლობა… იწყებ ფიქრს, ნელ-ნელა ხვდები რომ გაიზარდე.. აღარ ხარ ისეთი ლაღი და უდარდელა.. უკვე სტუდენტიც ხარ.. თან სად.. მაღლივი, არა განივი!! პირველი დღიდან რომ გაოცებს. მიდიხარ სტუდენტობის პირველი დღე გაქვს, პირველი ლექცია პირველ სართულზე.. და გაოცება.. შეხვედი შენობაში როგორ წესი პირველ სართულზე ხარ შესვლისას. და ჰოი საოცრება აქ უკვე მესამეზე ხარ,, პირველი გამაოცებელი ფაქტი, და ხვდები ამ დროს რომ ცხვორება კიდე ბევრჯერ გაგაკვირვებს.. გამოცდები, მაღლივის ქარები, მაღლივის სიძვირე “good food”-ში და თან ბანძი მაკარონიანი და ჰაეროვანი ხაჭაპურები…მმ სამაგიეროდ ქავთარაძის შოთის ლობიანს რა დაგავიწყებს (დღემდე მიყვარს)
ასე გადის 1-2 წელი , იცნობ და იძენ მეგობრებს,ზოგი მათგანი ძალიან ახლობელიც კი ხდება შენთვის, დრო გავა და ისევ რომ ისე კარგად ხართ.. დრო როცა ბევრ რამეზე და ვინემზე ფიქრობ, ამას ქვია აჯაფსანდალი პერიოდი.. ვიღაცის დანახვაზე გულიც აგიჩქარდება..ისე დაიბნევი რომ მეტყველების უნარი შეგეზღუდება :დ „აჯაფსანდალი დროა“ რა მოკლედ.. ოო როგორ მოგენატრება მერე ეგ დრო, როგორ ინანებ უზაროდ დაკარგულ დღეებს და უთქლეს სიტყვებს.. როგორ იგრძნობ რომ გული გტკივა სინანულისგან, ნეტა შეგეძლოს რამის შეცვლა, თან თითქოს ცდილობდი, გინდოდა გულით ყველაფერი აწყობილიყო და გამოსულიყი , მაგრამ არა.. ნუთუ ასე იყო საჭირო. შენ ხომ გჯერა რომ შემთხვევით არაფერი ხდება.. მესამე წელსაც ამთავრებ, თან მოსვენება გაქვს დაკარგული რა უნდა ქნა რომ დაამთავრებ, შიშიც კი, თან დამოუკიდებლობა გინდა ეძებ ყველაფერს და ყველგან… ამ დროს ბედი გიღიმის და აი sv-ის დატოვიდან გადის ერთი თვე, უკვე რომ აღარც გახსოვს.. ზარია.. და სად ხარ აბა ამ დროს? მეტროში, საუბრის ნახევარი არ გესმის.. ამ დროს გინდება უცებ აფრინდე მიწის ზედაპირზე.. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად მთავრება და შენ იწყებ ნანატრ სამსახურს… ოო როგორ გიხარია, „მეცხრე ცაზე“ ხარ.. ზუსტად ეგ გრძნობა გაქვს.. ბევრი უნდა ისწავლო , ბევრი ახალი რაღაც შეიცნო.. ბევრჯერ დაღლილობისგან სახლში მისულს ჭამის თავიც აღარ გექნება.. თუმცა მაიც კმაყოფილი ხარ, იმიტომ რომ შენთვის უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის შეგრძნება, ვიდრე დასვენებული ცხოვრება და ყოველდღე მშობლისკენ გაწვდილი ხელი რამდენიმე ათელული ლარის მოსაცემად.. ყველას თავისი გაგება და არჩევანი აქვს.. ალბათ სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე , ბავშვობაში რა ბედნიერი ვიყავითქო და თან გულის სიღრმეში მიკვირს და მენანება როგორი ბედნიერი ვიყავი? განა ეს იყო ბედნიერება? სიმსუბუქე, უდარდელობა, უფიქრელობა.. სწორედ ეს ყოფილა ბედნიერება..’
მერე გადის დღეები, თვეები, წლები.. ვიღაც კვდება, ვიღაც იბადება.. კბილი გტკივა, ხან მუცელი.. ხან აბაზანაში მღერი ბოლო ხმაზე, ხან საახალწლო პრემიას ელოდები… ხან ორი ჭიქა არყისგან შეიგრძნობ როგორ ტრიალებს დედამიწა.. ხან ღამეებს ათენებ გამოცდის წინ.. მერე დგება ბედნიერი წუთები.. საყვარელი ადამიანები.. ბევრი ბევრიიი … უძილო ღამეებიც..
……. გადის ერთი წელი, მეორე..
…. და ასე უსასრულოდ. შრომაში, გარჯაში.. შვილები იზრდებიან. აი სკოლა დაამთავრეს, ზოგმა მუშაობა დაიწყო, ზოგი ჯარში წავიდა.. ზოგმაც უკვე ოჯახი შექმნა.. ერთ შვილს მეორე მიჰყვა …. წლები გაფრინდა .
და უცებ ჰოპ, 77 წლის ხარ. დახუნძლული შვილი-შვილიშვილი-და შეილება შვილთაშვილებითაც კი (ნაჩქარევი, მაგრამ გამართლებული შეუღლების შემთხვევაში..)
გაქ ვს შენი ნაჯაფი და მონაგარი სახლ-კარ მიდამო..
ძნელია მიხვდე რას ფიქრობს ადამიანი როცა ორი შვიდიანის ასაკისაა, თუ თავად არ ხარ ამ დროის .
მართალია შვილ-შვილიშვილ-შვილთაშვილები გყავს, მაგრამ ისიც კარგად იცი ყველას თავისი გზა და ცხოვრება აქვს, ზოგი სწავლობ ზოგი მუშაობს.. და შენ ისეთივე მარტო ხარ, როგორც დაბადებისას იყავი..
თუმცა ამ თითქოს სხვადასხვა მომავლის მქონე ადამიანებს აერთიანებთ ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები, როდესაც გახარებულნი არიან! არ აქვს მნიშვნელობა 5 წლის ხარ თუ 77.. გამოდის გული არ ბერდება, ის ყოველთვის 5 წლის ცელქ ბავშვად რჩება..!
ნინო ბერიძე