– რა კარგია ერთმანეთს რომ ვყავართ! შენ უბრალოდ წარმოიდგინე: მე არ ვარ, შენ ზიხარ მარტო და არავინაა ისეთი, რომ დაელაპარაკო.
– შენ სად ხარ?
– მე არ ვარ.
– ასე არ ხდება…
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვთქვათ და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ და შენ მარტო ხარ. აი რას იზამ?
– შენთან წავალ.
– სად?
– როგორ სად? სახლში. მივალ და გეტყვი: რატომ არ მოხვედი? შენ იტყვი…
– აი სულელი, როგორ ვიტყვი, როცა არ ვარ?
– თუ სახლში არ ხარ, მაშინ შენ წამოხვედი ჩემთან. გავიქცევი სახლში და შენ აქ ხარ! და დავიწყებ…
– რას?
– ჩხუბს!
– რისთვის?
– როგორ რისთვის? იმისთვის, რომ არ გააკეთე რაზეც შევთანხმდით.
– და რაზე შევთანხმდით?
– აბა მე რა ვიცი? მაგრამ შენ ან ჩემთან ან შენს სახლში.
– ჰო, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვარ… გესმის?
– აი შენ აქ ხარ!
– ეს ეხლა ვარ აქ… საერთოდ რომ არ ვიყო? სად ვიქნები?
– ან ჩემთან, ან შენთან.
– ეს თუ ვარ იმ შემთხვევაში
– ნუ ხო.
– და საერთოდ რომ არ ვიყო?
– მაშინ ზიხარ მდინარესთან და მთვარეს უყურებ…
– მდინარეზეც არ ვარ…
– მაშინ წახვედი სადმე და ჯერ არ დაბრუნებულხარ. წავალ ყველაფერს შემოვივლი და შენ გიპოვი!
– შენ უკვე ყველაფერი მოიარე, მაგრამ ვერ მიპოვე.
– ყველაფერს ზევით – ქვევით გადავატრიალებ და მოიძებნები!
– არ ვარ მე, არსად არ ვარ!
– მაშინ გამოვვარდები მინდორში და დავიყვირებ “ზ–ღ–ა–ა–რ–ბ–ო–ო–ო–”, შენც გაიგონებ და მიპასუხებ…
– არა! მე საერთოდ არ ვარ… გესმის?
– რას გადამეკიდე? – ეწყინა – შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ.. გაიგე?
მულტფილმიდან “ზღარბი ნისლში/Ежик в тумане”