ერთხელ მასწავლებელმა მოსწავლეებს, ასეთი კითხვა დაუსვა:
– რატომ ყვირიან ადამიანები სიბრაზისგან? რატომ უყვირიან ერთმანეთს, როცა ჩხუბობენ?
მცირე დუმილის შემდეგ, ერთმა მოსწავლემ თქვა:
– ყვირიან, რადგან სიმშვიდეს კარგავენ.
– მაგრამ რა საჭიროა ყვირილი, როცა ადამიანი შენს წინ დგას? ხომ შეიძლება, მშვიდად უთხრა რაც გსურს? რა საჭიროა ყვირილი?
მოსწავლეები შეეცადნენ ეპასუხათ კითხვისთვის, თუმცა მასწავლებელი მათმა პასუხებმა არ დააკმაყოფილა და თავად შეეცადა ახსნას:
– როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ბრაზობენ, მათი გულები ერთმანეთს შორდებიან და იმისათვის რომ ეს მანძილი დაიფაროს და შეძლონ ერთმანეთის გულის ხმის გაგება, ისინი ყვირილს იწყებენ. და რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო დიდია მანძილი და ისინიც უფრო ხმამაღლა ყვირიან.
– რა ხდება მაშინ როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს? ისინი კი არ ყვირიან, პირიქით, ჩუმად საუბრობენ, რადგან მათი გულები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და მანძილი მათ გულებს შორის ძალზედ მცირეა.
– და მაშინ რა ხდება, როცა უფრო მეტად უყვარდებათ ერთმანეთი?
– ისინი უბრალოდ ჩურჩულებენ და თავიანთ სიყვარულში უფრო და უფრო მეტად ახლოვდებიან. საბოლოოდ მათ ჩურჩულიც აღარ სჭირდებათ, უბრალოდ ყველაფერს უსიტყვოდ ხვდებიან. ასე მაშინ ხდება, როცა ორ ადამიანს ძლიერად უყვართ ერთმანეთი.“ – დაასრულა მასწავლებელმა.
თარგმანი: 4motivi.com