ერთხელ ერთ ბრძენს ჰკითხეს:
– რატომაა, რომ ღარიბები უფრო მეტად კეთილები და ნაკლებად ძუნწები არიან, ვიდრე მდიდრები?
– აბა გაიხედე ფანჯარაში, რას ხედავ?
– ვხედავ,თუ როგორ თამაშობენ ბავშვები ეზოში.
– კარგი ახლა, სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?
– საკუთარ თავს.
– აი, ხომ უყურებ, ფანჯარაც და სარკეც მინისაა, მაგრამ საკმარისია, დაამატო ცოტა ვერცხლი და უკვე მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ.
ომარ ხაიამი