Skip to content

რამდენიმე მარტივი რჩევა მამაკაცებს, რაც დაეხმარებათ მათ საყვარელი ქალის სამუდამოდ დაკარგვაში

„სიყვარული ცხოვრებაში უდიდესი რამ არის“ – პაბლო პიკასო

დროის მსვლელობასთან ერთად პაბლო პიკასოს ფერწერის სტილი იცვლებოდა და ყოველი ასეთი ცვლილება შეიძლება მივუსადაგოთ მისი ცხოვრების ახალ ფაზას. მისი „ლურჯ-მწვანე პერიოდი“ დადგა მისი მეგობრის – კარლოს კასაგემოსის თვითმკვლელობის შემდეგ, ხოლო ვარდისფერი პერიოდი დაემთხვა ბოჰემური მსახიობის ფერნანდა ოლივიეს სიყვარულის ხანას. როდესაც საქმე მიდის საკუთარი ცხოვრების შექმნამდე, ყოველი ჩვენგანი შემოქმედია, თუმცა ვიცით, რომ სიყვარული უდიდესი საჩუქარია, რისი გაცემაც ან მიღებაც ჩვენ შეგვიძლია. დროთა განმავლობაში ის ფერმკრთალდება. ყველაზე დიდი ხელოვნება, რისი ცოდნაც ყველა ჩვენგანისათვის სასურველი იქნებოდა, – არის სიყვარულის ალის ჩაუმქრალად გატარება ცხოვრებისეულ რუტინასა და სირთულეებში.

მას შემდეგ, რაც თქვენი სახე და ხმა ქალის გულში აღიბეჭდება, მისი იქიდან აღმოფხვრა არც ისე იოლია, და ხშირად სწორედ ამის წყალობით ისინი ჩვენი ერთგულები იმაზე დიდხანს რჩებიან, ვიდრე ჩვენ ამას ვიმსახურებთ. ჩვენ ყველას გვინახავს ასეთი ურთიერთობები. როგორც წესი, უხმოდ ვაქნევდით თავს და გვსურდა, რომ ამ არცთუ სულელ და სიმპატიურ ქალბატონს მიეტოვებინა ბოლოს და ბოლოს ის მუტრუკი ერთხელ და სამუდამოდ.

თუმცა ქალების უმეტესობა არ არის მზად უარი თქვას ამ სიყვარულზე, როდესაც არც კი ცდილობენ გადაარჩინონ ეს ფსკერისაკენ დაშვებული გემი, არსებობს საყვარელი ქალის დაკარგვის რამოდენიმე მარტივი ხერხი:

1. დაივიწყეთ ყველა იმის მსგავსი წვრილმანი, როგორიცაა მისი ხელის აღება, ან მისთვის თალებში ჩახედვა.

ხშირად ქალებს უყვარდებათ,თითქოსდა უმნიშვნელო წვრილმანების გამო. რომანტიული ფილმების ყურებისას შიძლება იფიქრო, რომ გზა ქალის გულისაკენ შესაძლებელია გაიკვლიო თეატრალური გაქანებით შესრულებული გრანდიოზული ქმედებებით, სინამდვილეში, წვრილმანებით უფრო იოლია შეაღწიო მის სულში და დარჩე იქ. უბრალოდ მისი ხელის ხელში აღებით, -ისე, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ან საუბრის დროს თვალებში ჩახედვა მას მიახვედრებს, რომ ის თქვენთვის სულერთი არ არის.

თმაზე შეხება, თქვენი განუყოფელი ყურადღება საუბრის დროს და ღამეული ამბორი-აი, ის ბედნიერი მომენტები, რომელსაც ის მაშინ გაიხსენებს, როცა მის გვერდით აღარ იქნებით.
ყველამ ვიცით, რომ სიყვარულის მოკვლის უსწრაფესი ხერხია-დავიწყოთ მისი აღქმა, როგორც კუთვნილის. და თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაადგეთ უფსკრულისაკენ მიმავალ ამ გზას, დაიწყეთ ამ „წვრილმანებზე“ უარის თქმით, რაც ესოდენ ბევრს ნიშნავს თქვენი საყვარელი ადმიანისათვის. დაადექით ამ გზას და ის თქვენთან დიდხანს აღარ დარჩება.

2. ნუ დააყრით მას შეკითხვებს და მით უმეტეს, ნუ ეცდებით უკეთ გაიცნოთ. დიახ, ისიც საკმარისია, რომ ის საკმოდ ლამაზია საიმისოდ, რომ თვენ მიგიზიდოთ. მართლაც, რისთვის უნდა ვიცოდეთ მასზე კიდევ რაიმე? როგორც კი მიხვდება, რომ თქვენ მას საერთოს არ იცნობთ, არ გესმით და არ იზიარებთ მის საიდუმლოებებს, ის მიხვდება, რომ თქვენთვის სულერთია, მოგვიანებით ის წავა. გარკვეული დროით თქვენ მას შეაყოვნებთ გამუდმებული კომპლიმენტებით, მაგრამ ქალები ჭკვიანები არიან და ადრე თუ გვიან ისინი იგრძნობენ სიცარიელეს ამ კომპლიმენტების უკან. დიახ, მისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის ფიზიკურად გიზიდავთ, მაგრამ თუ მასში მხოლოდ ეს მოგწონთ, მაშინ, რითი სჯობიხართ ყველა შემხვედრს? მათი ადგილი ხომ ასევე არ მოიძებნა მის გულში?

3. ნუ მოუსმენთ მას, მაშინაც კი, თუ მან გადაწყვიტა გაგიზიაროთ ყველაზე საკრალური, გამუდმებით შეაწყვეტინეთ, შეუსწორეთ და მარჯვნიდან და მარცხნიდან დააყარეთ მისი პრობლემების გადაჭრის ხერხები. ქალები უხსოვარი დროიდან წყვეტდნენ თავიანთ პრობლემებს და ნერვებს იწყნარებდნენ გულითადი საუბრებით, მათთან, ვინც მზაობას გამოხატავდა მათ მოსასმენად. თუ თქვენ ამაზე უარს იტყვით, ის დაიწყებს სულ უფრო და უფრო ჩქარ ლაპარაკს, კვლავ და კვლავ გამეორებას, მისი სიტყვები უფრო და უფრო ემოციური იქნება და ერთხელაც ის უბრალოდ შეწყვეტს თვენთვის რაიმეს მოყოლას. და ეს სიჩუმე თვენთვის დამაჯერებელი ნიშანი იქნებაციმის, რომ ის სულითა და გულით უკვე სხვაგან არის.

4. იმის უფლებაც კი არ მისცეთ, რომ დაგიახლოვდეთ. როდესაც ის დაგისვამთ ჩამაფიქრებელ შეკითხვებს და შეგეკითხებთ თქვენი განზრახვების შესახებ, ზღარბივით აიბურძგლეთ. არც კი იფიქროთ იმაზე, რომ ქალები, რძისგან შეშინებულნი, წყალს უბერავენ. როდესაც ქალს ნამდვილად უყვარდება, ხშირად ის ნახევარი ნაბიჯით უკან იხევს და ფრთხილად ამოწმებს თქვენს სიტყვებს, საქციელს და მოტივს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ სწორედ ის ერთადერთი ხართ. და იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ,- წელიწადი, თვე, თუ ათეული წლები, ის არასოდეს იტყვის უარს თქვენს გამოცდაზე. თუ გსურთ, რომ ის თქვენთან დარჩეს, მას ამის უფლებას მისცემთ. და თუ ის უხერხულ შეკითხვებს სვამს და თქვენი სიყვარულის მდგრადობას სცდის, -იცოდეთ, რომ საქმე თქვენში კი არაა, მას სურს, უფრო ახლობელი გახდეს.
5. ყოველგვარი გადაცდომა პირად შეურაცხყოფად მიიღეთ და მასთან ისე მოიქეცით, როგორც მტერთან. ჩვენ ყველანი შევმცდარვართ, ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენ-ჩვენი შიშები და სისუსტეები, მაგრამ თუ თქვენ არ მოიშუშებთ სულის ჭრილობებს, სავარაუდოდ, ყველაზე უწყინარი რეპლიკების პასუხად რისხვით იფეთქებთ, ეძიებთ რა მათში დაფარულ და ყველაზე უარეს აზრებს. ასე რომ, სამომავლოდ, იმის ნაცვლად, რომ გაერკვეთ თქვენს ნეგატივში, აფრქვიეთ საყვარელ ადამიანზე ისე, თითქოს ის თქვენი მტერი იყოს, რომლის ყოველი სიტყვა თვენი ღირსების შეურაცხყოფის და დამცირებისაკენ არის მიმართული. ასე განაგრძეთ და თქვენს „მტერს “ მალე მოიცილებთ.

6. არ ჩათვალოთ ის განსაკუთრებულად და უფლება არ მისცეთ, გაიფიქროს, რომ ის თვენი ქალია. ხომ მნიშვნელოვანია, რომ თავი არაფრით შეიზღუდოთ? ჰოდა, ნურც შეიზღუდავთ, – ყოველდღიურად და ღიად ეფლირტავეთ სხვა ქალებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან გაკავშირებდეთ მხოლოდ რეგულარული სექსი. ინტიმი არის რაღაც, რაც აკავშირებს მხოლოდ ორ ადამიანს, რასაც ვერ გაუზიარებ გარშემომყოფთ; სიყვარული ადამიანისათვის სულში ჩახედვაა. მაშინ, რატომღა უნდა შევიზღუდოთ თავი? იფლირტავეთ სოციალურ ქსელებში, დაუგზავნეთ დაქალებს ონავრული მესიჯები, მოკლედ, ისე მოიქეცით, რომ საყვარელ ადამიანთან არ გაკავშირებდეთ აბსოლუტურად არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ სექსი დროდადრო.

7. სექსი თქვენი სიყვარულის ერთადერთ გამოვლინებად აქციეთ. ნუ აკოცებთ მას ისე, უბრალოდ. ეს მხოლოდ მაშინ გააკეთეთ, როდესაც გსუთ, კაბის ქვეშ შეუძვრეთ- დაე, მან იცოდეს, რომ თუ ის ხასიათზე არ იქნება, შეუძლია, კოცნაზე არც გიპასუხოთ. არ მოეხვიოთ მას საძინებლის გარეთ და დაივიწყეთ მასთან ადრინდელი ფლირტი და ცდუნება, როგორც ამას ადრე აკეთებდით, სამაგიეროდ, ყოველთვის მოელოდეთ მისგან მგზნებარე ვნებიანობას.

8. ნუღარ იხუმრებთ და გააცინებთ მას. ხშირად, იუმორი არის ის ანდამატი, რაც წყვილებს ერთმანეთთან აკავშირებს. ასე, რომ მოიქეცით უკიდურესად სარიოზულად და ყოველი ხუმრობა, ან ხუმრობაზე მინიშნება მიიღეთ როგორც სისულელე. გულმოდგინედ დააიგნორეთ ყველა სახალისო წვრილმანი, რაც კი ღიმილს გამოიწვევდა ორივე თქვენგანში_ სჯობს ეს გააკეთოთ ისე, რომ მის გვერდით იყოთ რაც შეიძლება , იშვიათად. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიაქციოთ საყვრელ ადამიანს და გულიანად იცინოთ მის ხუმრობებზე, დაკავდით რაიმე მნიშვნელოვანი საქმით. დროთა განმავლობაში ის დანებდება და წავა, რითაც საშუალებას მოგცემთ სრულად მიეცეთ საჭირო, მნიშვნელოვან და რაც მთავარია, სერიოზულ საქმეებს.

9. როდესაც მასთან იქნებით, ტელეფონს ნუ მოსწყვეტთ თვალს. გახსოვდეთ, თქვენი თავისუფალი დრო და ყურადღება გაცილებით მნნიშვნელოვანია. იცოდეთ, თქვენი საყვარელი ქალი მოხარული იქნება წყნარად იჯდეს თქვენს პირისპირ და გიყურებდეთ, როგორ პასუხობთ მნიშვნელოვან მესიჯებს და ახორციელებთ ზარებს, რომლებიც მეორე დღემდე ვერაფრით მოიცდის. არ დაივიწყოთ, – ის იგივეს უბრალოდ იმიტომ არ აკეთებს, რომ მას არ აქვს მნიშვნელოვანი საქმეები. ასე განაგრძეთ, და ის ადრე თუ გვიან დაგტოვებთ თქვენს ტელეფონთან. სამუდამოდ.

ძველ დამწერლობებში ავტორები მნიშვნელოვანი საქმეების ნუსხას ფარგლავდნენ ცხრიანით. ჰოდა, მეც გავყვები მათ მაგალითს. ყოველგვარ ხელოვნებაში დგება დრო, როდესაც უნდა შეწყვიტო იმაზე ფიქრი, თუ რისი შექმნა გინდა და გადახვიდე შექმნაზე. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ სიყვარულში თავიდან უნდა ჩადო ძალისხმევა, მერე კი თვითდინებაზე მიუშვა, დაივიწყო, რომ სიყვარულშიც, ესევე, როგორც ნებისმიერ ხელოვნებაში, აუცილებელია პრაქტიკა. სამაგიეროდ, ყოველდღიური პრაქტიკა უფლებას მოგვცემს ვაქციოთ სიყვარული ჭეშმარიტ შედევრად, რითაც მუდმივად დავტკბებით.

ლელა გორდეზიანი