როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, მულტფილმების პერსონაჟების შექმნით ვიყავი გატაცებული. კლასში საუკეთესო სულაც არ ვყოფილვარ, ვაღიარებ რომ ჩედ პრინსი ბევრად უკეთ ხატავდა, თუმცა მე ძალიან მიყვარდა კომიკური პერსონაჟების და ანიმირებული ფილმების შექმნა და როდესაც სკოლა დავამთავრე არავის გაკვირვებია, რომ კალიფორნიის ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, იქ სადაც ანიმირებული ფილმების შექმნას ასწავლიდნენ.
ეს უნივერსიტეტი მხოლოდ 25 სტუდენტს იღებს ყოველწლიურად და მას ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები მიაშურებენ ხოლმე.ჩემდა მოულოდნელად, როცა ჩემს კლასში ერთ-ერთი გამორჩეული ვიყავი აქ აბსოლიტურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩემს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი ადამიანი იყო, წარმოდგენა არ მქონდა მათ შორის როგორ შეიძლებოდა მეც პროფესიონალი მრქმეოდა. ყველა ჩემზე უკეთ ხატავდა და მიმაჩნდა, რომ ეს სტუდენტები მომავალში ქვეყნის საუკეთესო ანიმატორები გახდებოდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა მოტივაცია არ დამიკარგავს და ვაგძელებდი ჩემს საყვარელ საქმიანობას. უამრავი ფილმი შევქმენი, ვქმნიდი ანიმაციებს ჩემი მეგობრების ფილმებისათვის, ხშირად გასართობათაც კი ვაკეთებდი სცენების ანიმირებას. მათი უმეტესობა უხარისხო იყო, მაგრამ მე უბრალოდ მეხალისებოდა ამის კეთება და ყველაფერს ვცდილობდი, ყველა საშუალებას ვხმარობდი, რომ ჩემი შრომის ხარისხი გამეუმჯობესებინა.
ფაქტია,რომ სტუდენტები რომლებიც ძალიან კარგად ხატავდნენ ბევრს არ შრომობდნენ. ეს ჩემში სიბრაზეს იწვევდა. რა იქნებოდა მეც მქონოდა მათი მსგავსი ნიჭი და ტალანტი, რამდენი მშვენიერი რამის შექმნას შევძლებდი!
წლები გავიდა და დღეს ამ ბიჭების უმეტესობა, რომლებიც სავარაუდოდ ახლაც კარგად ხატავენ, ანიმირების სფეროში არ მუშაობენ. არ ვიცი რა მოხდა მათ თავს, მე კი Pixar-ის ანიმაციურ სტუდიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ვმუშაობდი ისეთი ცნობილი მულტფილმების შექმნაზე როგორიცაა: სათამაშოების ისტორია 1 და 2, მონსტრების კორპორაცია და მფრინავი სახლი “Up”;
ასე რომ სკოლის მოსწავლეებო, გირჩევთ აკეთოთ ის, რისი კეთებაც გიყვართ! და არასოდეს შეჩერდეთ, ბევრი იშრომეთ… გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ ბრძოლისუნარიანობა და მძიმე შრომა, ბუნებრივ ტალანტზე მეტ შედეგს იძლევა. ამასთან თუ გიყვართ ის, რასაც აკეთებთ ეს უკვე “შრომაც” აღარაა.
პიქსარის სტუდიის ანიმატორ პიტ დოკერი; თარგმანი: 4motivi.com