ავტობუსი სადგურს ტოვებდა და ყველა მგზავრი თავის ადგილზე იჯდა. მგზავრებს შორის ერთი შუახნის კაცი და მისი 25 წლის ვაჟი ისხდნენ. როგორც კი ავტობუსი დაიძრა ახალგაზრდა ბიჭს აღტაცებული ოვაციები აღმოხდა და სიხარულისაგან ლამის ხტუნვა დაიწყო.
ბიჭი სარკმელთან იჯდა და გარეთ იხედებოდა.
უეცრად მან ხელი გარეთ გაყო და ნიავი შეიგრძნო, შემდეგ კი ხმამაღლა იყვირა:
– მამა, ხედავ? ხეები უკან რჩებიან, ერთმანეთს ენაცვლებიან. რა ლამაზია ეს ყველაფერი !
ხნიერ კაცს სიამოვნების ღიმილი მოეფინა სახეზე.
– მამა–შვილის უკან ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ, რომლებიც გაკვირვებით აკვირდებოდნენ თავიანთი ტოლი ბიჭის ქცევასა და საუბარს.დიახ, მათ ცოტა არ იყოს და უცნაურად ეჩვენებოდათ, რომ 25 წლის ბიჭი პატარა ბავშვივით იქცეოდა.
მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭმა კვლავ დაიყვირა:
– მამა ხედავ რა ლამაზი ცაა. ცოტა ღრუბლიანი, მაგრამ მაინც ლამაზი…
ცოტა წამოწვიმა და ბიჭს რამოდენიმე წვეთი დაეცა ხელზე. ბიჭმა თვალები დახუჭა, შემდეგ კი ისევ გაახილა და წვიმის წვეთებს დააშტერდა.
– მამა ხედავ? წვიმს და წვიმის წვეთები ხელებზე მეცემიან – შესძახა ბიჭმა და სიხარულის ცრემლები გადმოსცვივდა.
ბიჭებმა ვეღარ მოითმინეს და ერთმა მათგანმა ბიჭის მამას უთხრა:
– აშკარად ჩანს, რომ თქვენს შვილს პრობლემები აქვს. გირჩევდით, რომ ექიმთან მიგეყვანათ,თუ რასაკვირველია აქამდე არ მიგიყვანიათ.
ხნიერს კაცს გაეღიმა და უპასუხა:
– დიახ, უკვე მყავდა ექიმთან. უფრო მეტიც ახლა საავადმყოფოდან მოვდივართ. ჩემი შვილი უსინათლო იყო… და იგი დღეს პირველად ხედავს სამყაროს თავისი თვალებით…