Skip to content

“პატარა ბიჭი და ვარდების თაიგული.”

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანი, ყოველ კვირა დღეს, მიგზავნიდა ვარდს, რომელსაც პიჯაკზე ვიმაგრებდი.

ერთხელ, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:

– სერ, რას უპირებთ ყვავილს?

უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

– ამ ვარდზე გეკითხებით, – მითხრა ბიჭმა და ჩემს პიჯაკზე დამაგრებულ ყვავილზე მიმითითა.

– ნუ… არ ვიცი. – მივუგე მე დაბნეულმა. – რატომ?

–  უბრალოდ, თუ მის გადაგდებას აპირებთ, მინდოდა მეთხოვა სერ, რომ ჩემთვის მოგეცათ.

მე გამეღიმა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავუსრულებდი ამ თხოვნას. ამავე დროს დავინტერესდი, თუ რისთვის უნდოდა მას ყვავილი და ბიჭმა, რომელიც ალბათ იქნებოდა ასე 10 წლის, მიპასუხა:

– სერ, მე ობოლი ვარ და ბებიასთან ვცხოვრობ. მას ძალიან ვუყვარვარ და მუდამ ჩემზე ზრუნავს, მაჭმევს, მასმევს, მბანს, თავზე მევლება. ის ისეთი კარგია და მეც ისე მიყვარს, რომ მომინდა მადლიერების ნიშნად ეს ლამაზი ყვავილი მეჩუქებინა.

როცა ბიჭი გაჩუმდა, მე სიტყვებს ვერ ვპულობდი. სულის სიღმემდე შემძრა გაგონილმა და თვალზე ცრემლიც კი მომადგა. მერე მოვიხსენი ყვავილი, გავუწოდე და ვუთხარი:

– შვილო, მე კარგა ხანია არ მომისმენია ასეთი სასიამოვნო სიტყვები. აიღე ყვავილი, მაგრამ შენ ისეთი არაჩვეულებრივი ბებია გყოლია, რომ მისთვის მარტო ეს ვარდი არ არის საკმარისი. ამიტომ შედი შიგნით და კათედრასთან რომ დიდი თაიგული დევს, ისიც წამოიღე.

მე ისეთი აღელვებული ვიყავი, არ მეგონა, თუ კიდევ რამე გამაოცებდა, მაგრამ ბიჭის რეაქციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მას თვალები გაუბრწყინდა და გახარებულმა წამოიძახა:

– გმადლობ ღმერთო! რა საოცარი დღეა! მე ვითხოვე ერთი ყვავილი და მივიღე მთელი თაიგული!

მოამზადა გიორგი მელიავამ