Skip to content

პასუხისმგებლობის აღება – ბილ რასელის ისტორია

ნაწყვეტი ჯიმ რონის ლექციიდან:

„ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია,, რომლის დანახვაც ყოველდღე შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ ბევრი ადამიანი არ არის იმდენად წარმატებული, რამდენადაც სურს. შეგიძლიათ ამ ორ განსხვავებულ და საკმაოდ გავრცელებულ ფენომენს შორის კავშირის დანახვა?

თქვენსავე ინტერესშია, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენს ყველა საქმიანობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. უმეტეს შემთხვევაში, აუცილებელია, პასუხისმგებლობააიღოთ სხვების შეცდომებზე, განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ლიდერის პოზიცია გიკავიათ“.

წლების განმავლობაში, როდესაც პროფესიონალი კალათბურთელი, ბილ რასელი, ჯერ კიდევ პოპულარულობის დასაწყისში იყო, პრო ლიგის უდიდეს მოთამაშედ ითვლებოდა. ის განსაკუთრებით ცნობილი იყო თავდაცვითი უნარებით.

Boston-ისა და Los Angeles Lakers-ებს შორის ფინალური თამაში დროს,Lakers-ი ერთი ქულით მარცხდებოდა, ბურთი Boston-ელებს ჰქონდათ და მოგებისთვის მარტო იმის გაკეთება რჩებოდათ, რომ რომელიმე Boston-ელს წესები დაერღვია. ამისათვის ბილ რასელი აირჩიეს. ლოგიკურად, ეს იდეალური არჩევანი იყო, რადგანრასელი არ გამოირჩეოდა შეტევაში შედეგიანი თამაშით. თუმცა, რასელმა ჩათვალა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა გამოცდილება გაქვს და რას აჩვენებს სტატისტიკა. ბევრად მნიშვნელოვანი-მონდომების ფაქტორია. მარტივად რომ ვთქვათ, ბილ რასელი იყო მოთამაშე, რომელმაც აიღო მისი გუნდის გამარჯვებისა, თუ წაგების პასუხისმგებლობა. თუ თამაშს წააგებდნენ, მას არ ექნებოდა თავისმართლებისდა სხვისი დადანაშაულების შესაძლებლობა.ბილ რასელი ხვდებოდა ამას და სასწაულიც მოხდა, მან არ ააცდინა კალათს და Boston-ელებმა მოიგეს თამაში.

https://www.youtube.com/watch?v=4PCIwasXOK4

მუდამ ასე ხდება, როცა ადამიანი თავდაჯერებულად იღებს პასუხისმგებლობას.. მე ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ პასუხისმგებლობის აღება, ადამიანის სიმწიფის ერთ-ერთი უდიდესი ფორმაა.. პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა- სრულწლოვანების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია.