Skip to content

20 შესანიშნავი ებრაული ანდაზა

1. ცუდი ქალებისგან ღმერთმა დაგიცვას, კარგებისგან თავი შენ თვითონვე დაიცავი!

2. ჩავიდა ღვინო – ამოვიდა საიდუმლო.

3. თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის – უკნიდან, სულელის – ყველა მხრიდან.

4. სტუმარი და თევზი სამი დღის მერე ყარს.

5. უწვერო ებრაელი უებრაელო წვერს სჯობს.

6. ყრუმ გაიგო, როგორ ჰყვებოდა მუნჯი, რომ ბრმამ დაინახა, თუ რა სწრაფად გარბოდა კოჭლი.

7. ქველმოქმედება არაფერი რომ ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა.

8. როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა.

9. მშობლები შვილებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს – ჩუმად ყოფნას.

10. შორიდან ყველა ადამიანი კარგია.

11. შეიძლება, კვერცხი ქათამზე ჭკვიანია, მაგრამ ის სწრაფად ლაყდება.

12. კაცები უფრო მეტს გააკეთებდნენ, ქალები უფრო ნაკლებს რომ ლაპარაკობდნენ.

13. კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი.

14. ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია: წვიმა სახლში შეგიყვანს, ცუდი ცოლი კი იქიდან გამოგაგდებს.

15. ღმერთო, ფეხზე წამოდგომაში მომეხმარე, დაცემა მე თვითონაც შემიძლია.

16. თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ იცვლება, მოიცადე და უარესობისკენ შეიცვლება.

17. როგორი ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან კომპოტს ვერ გააკეთებ.

18. პესიმისტი ორი ბოროტებიდან ორივეს აირჩევს.

19. კარგი აღმზრდელები არიან ისინი, ვისაც ბავშვები არ ჰყავს.

20. ასაკში შესვლისას, ადამიანი ხედავს უფრო ცუდად, მაგრამ – უფრო მეტს.