1. მოშიებულ გულს უნდა ჰქონდეს ბედნიერების მარცვალი წელიწადში ერთხელ მაინც.
2. ასეთია ქალების თავისებურებები – ტირიან როცა უჭირთ, ტირიან ბედნიერებისგან და ცრემლებს ღვრიან მაშინაც, როცა არც ერთი არ აქვთ.
3. ბედისწერა აქეთ – იქით გისვრის, როგორც საცობის ნაწილი ღვინოში, რომელიც გახსნა უფიციანტმა, რომელსაც არ დუტოვეს ჩაი.
4. ფული – ეს უბრალოდ ნაგავია ნამდვილ სიყვარულთან შედარებით.
5. ცუდ კომპანიაში ადამიანი მოხვდება ორ შემთხვევაში- როცა ფული არ აქვს და როცა მდიდარია.
6. არც ერთი ენა არ არის რთული, როცა ადამიანს ის სჭირდება.
7. ბუნება წრეზე დადის, ხელოვნება – სწორ ხაზზე.
8. სახლი, რომელშიც ბედნეირება სუფევს, შეუძლებელია არ იყოს მყუდრო.
9. მთავარი ის არ არის, რომელ გზას ავირჩევთ. საქმე იმაშია, რაც შიგნიდან გვაიძულებს ავირჩიოთ ესა თუ ის გზა.
10. მძინარე მამაკაცი – ეს არის სანახაობა, რომელზეც ანგელოზებს ცრემლები მოადგებათ. რად ღირს ამ დროს მისი ტვინი, კუნთები, პროტექციები და ოჯახური კავშირები?
11. ცხოვრება შედგება ცრემლების, სუნთქვისა და ღიმილისგან.
12. ზოგი ყოველ შილინგს სხვის ჯიბეში აღიქვამს, როგორც პირად შეურაცხყოფას.
13. ის მიეკუთვნება ისეთი კარგი ადამიანების რიცხვს, რომელთა არსებობაც მარტივად გავიწყდება, როცა ახლოს არიან და ხშირად გახსენდება, როცა შორს არიან.
14. თხრობის ხელოვნება იმაშია, რომ მოყოლის დროს დამალო მსმენელისგან ყველაფერი, რისი მოსმენაც უნდა იქამდე, სანამ არ გამოააშკარავებთ საკუთარ ხედვებს იმაზე, რაც არ ეხება საუბრის თემას.
15. ცხოვრება – ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.
16. ცარიელი კუჭი ყველაზე კარგი წამალია სავსე გულისთვის.
17. არის თემები, რომლებისთვისაც ვერ მოძებნი სიტყვებს ყველაზე დიდ ლექსიკონებშიც კი.
18. მრგვალი ფორმები – უდავოდ მიმზიდველი რამაა. რაც შეეხება სიგლუვეს, რაც მეტ ნაოჭს იძენს ქალი, მით უფრო გლუვდება მისი ხასიათის უსწორმასწორო ფორმები.
19. ისინი იყვნენ ჩვევების მონები- იმ ძალის, რაც არ აძლევს დედამიწას ნაწილებად დაშლის საშუალებას. ამასთან, არსებობს კიდევ რაღაც სულელური თეორია მიზიდულობაზე.
20. ვერცერთ წუთს ვერ იყიდი ფულით.