Skip to content

იგავი ორ ტიბეტელი ბერზე

გზაზე ორი ტიბეტელი ბერი მიდიოდა. მიადგნენ ადიდებულ მდინარეს. ბერებმა დაინახეს, რომ მდინარის პირას ქალი იჯდა და მდინარის მეორე მხარეს ვერ გადადიოდა.

მაშინ ერთმა ბერმა ქალი ზურგზე შეისვა, მდინარის მეორე მხარეს გადაიყვანა და იქვე ჩამოსვა. ამის შემდეგ ბერებმა გზა გააგრძელეს. გაიარეს საკმაოდ დიდი მანძილი და მეორე ბერი ეუბნება პირველს: – მომისმინე, შენ რომელიც ქალის სიახლოვეს არ ლოცულობ, საჭმელს არ ჭამ, დასასვენებლად არ ჯდები. როგორ მიეცი თავს უფლება და ეს ქალი ზურგზე შეისვი.

პირველ ბერს გაეღიმა: – მე ის ქალი მდინარის მეორე ნაპირზევე ჩამოვსვი. შენ კი შენს ფიქრებში ის აქამდე ატარე და ღმერთმა უწყის კიდევ სადამდე ატარებ.