Skip to content

ობამას წერილი შვილებს

ძვირფასო მალია და საშა,
ვიცი ორივენი კარგად ერთობოდით გასული 2 წლის განმავლობაში,როდესაც არჩევნებისათვის ვემზადებოდით – დადიოდით პიკნიკებზე, პარადებზე და სახელმწიფო საქმეებზე, ჭამდით უხარისხო საკვებს,რომლის ჭამის უფლებაც წესით მე და დედას თქვენთვის არ უნდა მოგვეცა. ისიც ვიცი,არ იყო ადვილი თქვენთვის და დედათქვენისათვის,რომ ერთმანეთისაგან მოშორებით გვეცხოვრა. ნეტავ იცოდეთ როგორ ძალიან მენატრება ის 2 წელი.. დღეს მსურს აგისხსნათ, თუ რატომ გადავწყვიტე ჩვენი ოჯახი ამ გზით წამეყვანა.
როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ვფიქრობდი,რომ ცხოვრება მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული – თუ როგორ შევქნიდი საკუთარ გზას, გავხდებოდი წარმატებული და მივიღებდი ყველაფერს,რაც მსურდა.მაგრამ როდესაც თქვენ ორნი გამოჩნდით ჩემს სამყაროში იმ ცნობისმოყვარეობით, ინტრიგებითა და ღიმილით,რომელიც ყოველთვის სითბოთი მივსებდა გულს და დღეებს მინათებდა, მოულოდნელად, ყველა ჩემი დიდი გეგმა არამნიშნვნელოვნად მეჩვენა. მივხვდი,რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიხარული იმ სიამოვნებაში იმალებოდა,რომელსაც თქვენში ვხედავდი. გავაანალიზე,რომ ჩემი ცხოვრება ჩირის ფასადაც კი არ ეღირებოდა, თუ არ მეცოდინებოდა,რომ თქვენში თვითრეალიზაციისა და ბედნიერების შესაძლებლობებია. საბოლოოდ, სწორედ ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი: იმისათვის, რაც თქვენთვის და ჩვენი ერის ყველა ბავშვისათვის მსურდა.
მე მსურს,რომ ჩვენი შვილები თავიანთი პოტენციალის შესაბამის სკოლებში სწავლობდნენ – სკოლებში სადაც ასწავლიან, შთააგონებენ და სამყაროს შემეცნების სურვილს აღვიძებენ. მსურს ყველამ იაროს სკოლაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მშობლები მდიდრები არ არიან, მიიღონ კარგი განათლება, ჰქონდეთ კარგი სამუშაო, მაღალანაზღაურებადი სამსახურები და კარგი ჯანდაცვა, ჰქონდეთ სამუშაო, რომელიც მისცემთ საშუალებას შვილებთან ერთად გაატარონ დრო და ღირსეულად წავიდნენ სამსახურიდან.
მსურს დაარღვიოთ ყველა საზღვარი. იცხოვროთ და იხილოთ ახალი ტექნოლოგიები და აღმოჩენები,რომლებიც ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლიან და ჩვენს პლანეტას მეტად მშვიდსა და უსაფთხოს გახდიან. მსურს საკუთარი ადამიანური საზღვრებიც გადავლახოთ, თავიდან მოვიცილოთ ის,რაც ერთმანეთისგან გვაშორებს, რასა, გენდერი და ყველაფერი,რაც არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ერთმანეთის საუკეთესო თვისებები.
ხშირად, ჩვენს ახალგაზრდა ქალ–ვაჟებს ომში და სხვა საშიშ სიტუაციებში ვაგზავნით,იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვან. მინდა მჯეროდეს,რომ რასაც ვაკეთებთ სამართლიანია და რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი ცხოვრებისათვის კეთდება.მსურს ყველა ბავშვმა გაიაზროს , რომ მადლი, რომლისთვისაც ეს მამაცი ამერიკელები იბრძვიან უფასო არაა და რომ იმ დიდ პრივილეგიას,რომელსაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჰქვია, თან დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს…
ეს იყო გაკვეთილი,რომელიც ბებიაჩემმა მასწავლა,როდესაც ჯერ კიდევ თქვენს ასაკში დამოუკიდებლობის დეკლარაციის სტრიქონებს მიკითხავდა და მიყვებოდა იმ ქალთა და კაცთა შესახებ,რომლებიც მედგრად იდგნენ ერთად,რადგან სჯეროდათ , რომ სიტყვებს, რომლებიც 2 საუკუნის წინათ დაიწერა აზრი და მნიშვნელობა გააჩნდათ.
იგი დამეხმარა გამეაზრებინა,რომ ამერიკა იმიტომ კი არ არის დიადი,რომ ის სრულყოფილია,არამედ იმიტომ,რომ ყოველთვის შეუძლია უკეთესი იყოს – და ეს დაუსრულებელი სამუშაო იმისა,რომ სრულვყოთ საკუთარი საზოგადოება ყველა ჩვენთაგანს გვაწევს ვალად. ეს ის მოვალეობაა,რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა.
ვიმედოვნებ,რომ ორივენი კარგ საქმეს მოჰკიდებთ ხელს, გამოასწორებთ შეცდომებს,რომელთაც ხედავთ და იშრომებთ,რომ სხვებსაც იგივე შანსი მისცეთ, როგორიც დღეს თქვენ გაქვთ.ეს უბრალოდ იმის გამო კი არა,რომ ვალდებულნი ხართ რაიმე დაუბრუნოთ საკუთარ ქვეყანას, იმისათვის, რაც ჩვენ ოჯახს მისცა, არამედ იმიტომ,რომ თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი თავისადმი პასუხისმგებლობა.
ეს არის ის, რაც მსურს თქვენთვის: გაიზარდოთ სამყაროში,რომელშიც ადამიანის ოცნებებისათვის საზღვრები არ არსებობს – სადაც არაფერია მიუღწეველი. მსურს იყოთ გულმოწყალე და მიზანდასახული ქალბატონები,რომლებიც სარგებელს მოუტანენ სამყაროს. მინდა,ისევე როგორც თქვენ, ყველა ბავშვსაც ჰქონდეს შესაძლებლობა,რომ ისწავლოს, იოცნებოს და განვითარდეს. აი, სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს დიდი თავგადასავალი ჩვენი ოჯახისათვის.
ვამაყობ თქვენით და ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ. მეამაყება ყველა ის დღე, რომელიც მოთმინებით,წონასწორობითა და იუმორით გავლიეთ ერთად, როდესაც თეთრ სახლში, ახალი ცხოვრების დაწყებისათვის ვემზადებოდით.
სიყვარულით მამა

თარგმანი:4motivi.com