მე მყავს მეგობარი მონტი რობერტსი, რომელსაც უზარმაზარი ცხენების რანჩო აქვს სან ისიდროში. გარკვეული დროის მანძილზე მის სახლს ვიყენებდი, ჩემი პროექტის განსახორციელებლად, რის გამოც ხშირად მიწევდა მისი სტუმრობა. ერთ–ერთი ვიზიტისას, მან მითხრა:
„იცი ჯეკ, მინდა გითხრა თუ რატომ გიწყობ ხელს ოცნებების განხორციელებაში. ისტორია ერთ პატარა ბიჭთან არის კავშირში, რომელიც ძალზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა. მისი მამა ცხენების მომთვინიერებლად მუშაობდა, დადიოდა ფერმიდან ფერმამდე, რანჩოდან რანჩომდე და ცხენებს წვრთნიდა. ბიჭი სკოლაში სწავლობდა, მშობლები კი მისი სწავლის საფასურს გაჭირვებით ფარავდნენ. ერთ დღეს , ბიჭს მასწავლებელმა დავალება მისცა, რომ დაეწერა, ვინ სურდა ყოფილიყო ცხოვრებაში.
იმ ღამეს, ცხოვრების შეცვლის იდეით შთაგონებულმა ბიჭმა შვიდგვერდიანი გეგმა დაწერა, სადაც თავის ოცნებას აღწერდა. მას სურდა, რომ ერთ დღეს საკუთარი ცხენების რანჩო ჰქონოდა. ის დეტალებში ჰყვებოდა თავისი გეგმის შესახებ, ჰქონდა რუკა, სადაც დეტალურად იყო ნაჩვენები 200 აკრი მიწა, 4 000 კვადრატული მეტრი ფართობის რანჩო და ყველა საჭირო შენობა, რაც კი ცხენების რანჩოს სჭირდებოდა.
ბიჭმა პროექტში მთელი გული ჩააქსოვა და მეორე დღეს მასწავლებელს მიუტანა, თუმცა მოულოდნელად, 2 დღის შემდეგ, ნაშრომი უკან მიიღო. პროექტის ბოლო გვერდზე ნიშანი F ეწერა, შენიშვნით: „მნახე გაკვეთილები, რომ დამთავრდება.“
მეოცნებე ბიჭი მასწავლებელთან მივიდა.
მასწავლებელმა მას უთხრა: „ეს არარეალური გეგმაა ისეთი ბიჭისთვის, როგორიც შენ ხარ. არც ფული გაქვს, ღარიბი ოჯახიდან ხარ და საჭირო რესურსები არ გაგაჩნია. ამოდენა ცხენების რანჩოს ქონა კი დიდი ფულს მოითხოვს. შენ ვერასოდეს შეძლებ ამას.“ „თუ გსურს შენი ნიშანი თავიდან განვიხილო, თავიდან დაწერე დავალება, ოღონდ ამჯერად მეტად რეალისტური გეგმა აღმიწერე.“
ბიჭი სახლში დაბრუნდა და ბევრს ფიქრობდა მასწავლებლის დარიგებაზე. მან მამას ჰკითხა როგორ უნდა მოქცეულიყო, მამამ კი უთხრა: „შვილო, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო რა გსურს, ვფიქრობ ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.“
ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ, ბიჭმა გადაწყვიტა დავალებაში ცვლილებები არ შეიტანა. მან უკან გაუგზავნა მასწავლებელს ნაშრომი და ბოლო გვერდზე მიაწერა:
„შეგიძლიათ დატოვოთ F ნიშანი, მე ჩემს ოცნებას ვირჩევ.“
მონტი შემდეგ მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა და მითხრა: „ამ ისტორიას იმიტომ გიყვები, რომ ახლა სწორედ იმ სახლის წინ დგახარ, ორას აკრი მიწის შუაგულში. მე დღესაც ვინახავ იმ პროექტს.”
და ბოლოს დაამატა, „ამ ისტორიას საუკეთესო ნაწილიც აქვს. ორი წლის წინათ, იმ მასწავლებელმა 30–მდე ბავშვი წაიყვანა სკოლოდან სალაშქროდ და ჩემი რანჩოს ახლოს დაბანაკდა. ჩვენ თბილად შევხდით ერთმანეთს და წასვლის წინ მან მითხრა: „შეხედე მონტი, ახლა მსურს ერთი რამ გითხრა. როდესაც შენი მასწავლებელი ვიყავი, მე ადამიანებს ოცნებებს ვართმევდი. საბედნიეროდ, შენ საკმარისი გამბედაობა აღმოგაჩნდა, რომ შენი არ დაგეთმო..“
„ნუ დათმობთ თქვენს ოცნებებს, მიჰყევით საკუთარი გულის ხმას. არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას გეტყვით და რა მოხდება!
თარგმანი: 4motivi.com