Skip to content

ერთხელ ერთმა მკვლელმა, რომლის სისასტიკის ამბავი მთელს ახლომახლო არემარეში იყო გავარდნილი გადაწყვიტა, რომ ბუდა მოეკლა. მას თავი ძალიან ძლიერი ეგონა და არაფრის ეშინოდა და ერიდებოდა.

გადაწყვიტა და მოქმედებაც არ დააყოვნა.ერთხელ როდესაც ბუდა თავის ხალხთან ერთად მისეირნობდა მკვლელი მოულოდნელად თავს დაესხა მას.

ამ ამოცანის შესრულება არც ისე იოლი ყოფილა, როგორც ეს მას ეგონა. ხალხმა იგი სცემა და გაკოჭა.

როდესაც სიტუაცია დამშვიდდა ბუდამ სთხოვა ხალხს, რომ შეეხსნათ ხელ–ფეხი მკვლელისათვის და ხელში თავისი ხმალი მიეცათ.

როდესაც მათ ეს ყველაფერი გააკეთეს, ბუდამ მკვლელს იქვე მდგარი ნორჩი, პატარა ხისაკენ მიუთითა და უთხრა:

– შეგიძლია ეს ხე მოჭრა და გაანადგურო?

– რა პრობლემაა – გაეღიმა მკვლელს და ხმლის ერთი მარტივი მოძრაობით გადაჭრა იგი.

– ძალიან კარგი – უთხრა მას ღიმილით ბუდამ. ახლა კი შეგიძლია, რომ გაამრთელო იგი?

– ჰაჰა, ძალიან სულელი უნდა იყო ასეთი შეკითხვა, რომ დასვა – გადაიხარხარა მკვლელმა. რასაკვირველია, არა ! ამის გაკეთება არავის შეუძლია . . .

ბუდას გაეღიმა და ბანდიტს უთხრა:

ცხოვრებაშიც ასეა.ძალიან სულელია ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ძლიერია , რადგან შეუძლია ზარალი მიაყენოს რაიმეს, ან გაანადგუროს . . .

ნამდვილად ძლიერი ის არის,ვისაც შეუძლია სარგებელი მოიტანოს და შექმნას . . .